ორი ახალი პროექტის დაპირების შემდეგ SZA-მ ალბომ SOS-ის დელუქს ვერსია წარადგინა.
გრემის მფლობელმა მომღერალმა 6 დეკემბერს ინსტაგრამში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მისი მომავალი ალბომის, SOS-ის დელუქს ვერსია და სიმღერების სიაა წარდგენილი, თუმცა მომღერალმა სიმღერების უმეტესობა დაფარა.
ნოემბერში SZA-მ ორი ახალი ალბომის, SOS-ის დელუქს ვერსია და Lana-ს გამოსვლა დააანონსა.
„ვგრძნობ, რომ ახლა მუსიკას უფრო უკეთესი და პოზიტიური ადგილიდან ვქმნი, ვიდრე იმედგაცრუებებით სავსე ადგილიდან. ჩემს ტკივილს აღარ ვაიგივებ ჩემს პიროვნებასთან. ეს უბრალოდ ისაა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. დიახ, რთული დრო გამოვიარე, მაგრამ ამისგან უნდა გავთავისუფლდე. ჩემი მუსიკა ნელ-ნელა იცვლება, რადგან მე უფრო მსუბუქი ვხდები“. – განაცხადა ბრიტანულ Vogue-სთან SZA-მ.
ალბომი SOS 2022 წლის დეკემბერში გამოვიდა და ბილბორდ 200-ში სადებიუტო პირველ ადგილზე მოხვდა. ალბომი ჩარტების სათავეში ათი კვირა ლიდერობდა.
SZA 2025 წელს ბრუნდება როგორც კენდრიკ ლამარის Grand National Tour-ის მონაწილე, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში მომავალ ზაფხულს გაიმართება.