ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ – განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
გრემის დაჯილდოება
David Becker/Getty Images for The Recording Academy ESPAÑOL

ლოს-ანჯელესის ხანძრების პარალელურად, Billboard მხარს უჭერს დაზარალებულ საზოგადოებას და გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს აუქმებს.

„გულით ლოს-ანჯელესის მოსახლეობასთან ვართ, ხალხთან, რომელიც ამ გამანადგურებელი ხანძრების პირისპირ აღმოჩნდა. ჩვენი თანამშრომლებისა და საზოგადოების მრავალი წევრი პირადად დაზარალდა და ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ – განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.

ამ მიზეზით, ღონისძიებები, როგორიცაა Managers to Watch და ყოველწლიური Power 100-ის წვეულება, გაუქმებულია. „ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით მეხანძრეებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებმაც ლოს-ანჯელესის დასაცავად და მისი მომსახურების მიზნით მობილიზება გამოაცხადეს,“ – ნათქვამია განცხადებაში. კომპანია ასევე  ითანამშრომლებს ისეთ ფონდებთან, როგორებიც არის California Community Foundation, Pasadena Community Foundation და Baby2Baby.

Billboard მიყვება სხვა კომპანიების ნაბიჯებს, რომლებიც გრემის დაჯილდოებასთან  დაკავშირებულ ღონისძიებებს აუქმებენ, რათა ყურადღება მიაპყრონ ხანძრებით დაზარალებულთა მხარდაჭერისაკენ. იგივე გადაწყვეტილება მიიღო Universal Music Group-მა, Warner Music Group-მა და Sony Music Group-მა, რომლებმაც ასევე გააუქმეს გრემის დაჯილდოების კვირაში დაგეგმილი ღონისძიებები.

ამავდროულად, ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ განაცხადა, რომ 67-ე გრემის ცერემონია 2 თებერვალს, გეგმის მიხედვით ჩატარდება. ასევე დაგეგმილია MusiCares-ის წლის ადამიანის სპეციალური საღამო, რომელიც  31 იანვარს გაიმართება. აკადემიას ჯერ არ გამოუცხადებია საბოლოო გადაწყვეტილება გრემის დაჯილდოების კვირეულის სხვა ღონისძიებებზე. მათ შორის სპეციალური დამსახურების ჯილდოებზე, რომლებიც გეგმის მიხედვით 1-ელ თებერვალს ლოს-ანჯელესში, Wilshire Ebell Theatre-ში იგეგმებოდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში Guns N’ Roses-ის კონცერტი გაიმართება

Starring Georgia-ს 2025 წლის მუსიკალურ სეზონს ლეგენდარული Guns N’ Roses გახსნის

შემდეგი სტატია

MUSIC AWARDS JAPAN: დაჯილდოების დეტალები ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი