The Kardashians-ის ახალ ეპიზოდში კიმ კარდაშიანმა ურთიერთობებზე ისაუბრა და ამ კომენტარების ადრესატი, სავარაუდოდ, კანიე უესტი იყო

The Kardashians-ის ახალი ეპიზოდის პრემიერა 13 თებერვალს შედგა.
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2019 წლის Met Gala-ზე.
Dimitrios Kambouris/Getty Images for The Met Museum/Vogue

მას შემდეგ, რაც 2021 წელს კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინების მოთხოვნით განცხადება შეიტანა, ცნობილი ინფლუენსერი და რეალითი შოუს ვარკსვლავი ყოფილ ქმართან ურთიერთობის შესახებ დუმილს ამჯობინებდა. კარდაშიანი ასევე არ აკეთებდა კომენტარს კანიე უესტის სკანდალებთან დაკავშირებით, როცა რეპერი ანტისემიტურ და დისკრიმინაციულ განცხადებებს პერიოდულად ავრცელებდა. 

თუმცა, The Kardashians-ის ახალ ეპიზოდში, რომლის პრემიერა 13 თებერვალს შედგა, კიმი მცირედით მაინც შეეხო საკითხს, თუ რამ გამოიწვია მისი და უესტის ქორწინების დასრულება. ეს საუბარი მაშინ შედგა, როცა ის დასთან, ქლოი კარდაშიანთან, საკუთარ ქორწინებას განიხილავდა. ქლოიმ, რომელსაც ცხრა წლის შემდეგ ემოციური შეხვედრა ჰქონდა ყოფილ ქმართან, NBA-ს ვარსკვლავ ლამარ ოდომთან, აღიარა, რომ მასთან ურთიერთობა ძალიან სწრაფად გადაიზარდა ოჯახის შექმნაში.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწინება მხოლოდ ხუთი წელი გაგრძელდა, ქლოიმ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯს არ ნანობს და გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა. მან ლამარი „ცხოვრების სიყვარულად“ მოიხსენია და თქვა, – რომ არა მისი პრობლემები დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ისინი, შესაძლოა, დღესაც ერთად ყოფილიყვნენ. „ვიცი, რომ იმ დროს სწორი არჩევანი გავაკეთე,“ – უთხრა ქლოი კარდაშიანმა კიმს და კრის ჯენერს.  

კიმმა, როგორც ჩანს, ეს ისტორია საკუთარ გამოცდილებას დაუკავშირა: „ეს ყველაზე რთული მომენტია. მეც იგივე გამოვიარე. როცა ვერ წარმოიდგენ, რომ რაღაც ისეთი მოხდება, რაც ადამიანს სრულიად შეცვლის და ის ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. ამ ახალ რეალობაში ცხოვრება შეუძლებელია. მესმის, რასაც ამბობ.“

კარდაშიანმა კიდევ ერთ  ეპიზოდში დამატებით განმარტა:   „რთულია, როცა ქორწინების დასრულება პირადი მიზეზებით არ გინდა, მაგრამ გარემოებების გამო სხვა გზა აღარ გრჩება. როცა ამას არ გეგმავდი, არ გსურდა, მაგრამ გამოსავალი არ არსებობს და ამის გაძლება სულ უფრო რთული ხდება.“

მიუხედავად იმისა, რომ კიმ კარდაშიანს კონკრეტულად უესტის სახელი არ უხსენებია, ნათელი იყო, რომ ის სწორედ მათ ურთიერთობაზე საუბრობდა. კარდაშიანის და უესტის ურთიერთობა ოფიციალურად 2022 წლის დასაწყისში დასრულდა. 

The Kardashians-ის ეპიზოდები გადაცემის ეთერში გასვლამდე თვეებით ადრე იწერება. თუმცა, ამ კონკრეტული ჩანაწერის  პრემიერა   იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც YE-მ (კანიე უესტი)  X-ის ანგარიში წაშალა. არტისტმა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც ოთხი დღის განმავლობაში ანტისემიტურ პოსტებს ავრცელებდა. „მე ვარ ნაცისტი“, „მიყვარს ჰიტლერი“ – აცხადებდა არტისტი პოსტებში. უესტმა ცოტა ხნით საკუთარი ბრენდის, Yeezy-ის ვებ-გვერდზე გასაყიდად განათავსა მაისური, რომელზეც ნაცისტური სვასტიკა იყო გამოსახული.

ეს განცხადებები ვესტისთვის კიდევ ერთხელ იქცა დიდ სკანდალად. მისი სიძულვილით სავსე განცხადებები გააკრიტიკა როგორც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ლიგამ (ADL), ასევე სხვა არტისტებმა. ამას გარდა, უესტს თანამშრომლობაზე უარი უთხრა საკონცერტო ჯავშნების სააგენტომ. მასვე სასამართლოში უჩივლა ებრაელმა თანამშრომელმა, რომლის მტკიცებით, რეპერი ებრაული წარმომავლობის გამო ემუქრებოდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართველი არტისტების კონცერტი ჰამბურგში

შემდეგი სტატია

ჯიმი კიმელი კანიე უესტს „ადოლფ ტვიტლერს” უწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი