პოპვარსკვლავ ლედი გაგას ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის რიგით 64-ე დაჯილდოების ცერემონიაზე მეცამეტე გრემი გადაეცა. არტისტი მუსიკოს ტონი ბენეტთან ერთად ჩაწერილი მეორე კოლაბორაციული ალბომით Love for Sale ხუთ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. საბოლოოდ მათ ჯილდო საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალ ალბომის კატეგორიაში დაიმსახურეს.
• 2022 წლის გრემის დაჯილდოების გამარჯვებულები
• ნახეთ: 2022 წლის გრემის წითელი ხალიჩა
I won my thirteenth Grammy last night, and I cried just like the first time I won for “Just Dance.” Tony and I are so grateful for this honor. I was so proud to be a part of such a beautiful community of musicians where so many people were rewarded for their artistry 🎼🎺💋I❤️U🥰 pic.twitter.com/2LdEbGNl8u
— Lady Gaga (@ladygaga) April 4, 2022
ამასთან, მომღერალმა დაჯილდოების სცენაზე ერთობლივი ალბომიდან კომპოზიციები Love for Sale და Do I Love You შეასრულა, რომლებიც ტონი ბენეტს მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ 95 წლის მუსიკოსმა კარიერა სტუდიური ჩანაწერის გამოშვებამდე ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირების გამო დაასრულა და ღონისძიებას არ დასწრებია.
13 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა. მისი ხუთი სტუდიური ალბომი გამოსვლისთანავე Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოექცა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.