ჯასტინ ბიბერი სტუდიიდან ჯემ სესიის ვიდეოს აზიარებს

„ზოგჯერ საკუთარ თავს ვერ ვიტან, როცა ვგრძნობ, რომ არაგულწრფელი ვხდები,“ – წერს ჯასტინ ბიბერი ვიდეოს აღწერაში.
ჯასტინ ბიბერი 2024 წლის 27 ივლისი, კალიფორნია - ფოტო: კევორკ ჯანსეიზანი / Getty Images
ჯასტინ ბიბერი 2024 წლის 27 ივლისი, კალიფორნია – ფოტო: კევორკ ჯანსეიზანი / Getty Images

ჯასტინ ბიბერი გულშემატკივრებს მომავალ ალბომზე მუშაობის დეტალებს აცნობს.

22 მარტს პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ვიდეო გააზიარა, სადაც ის სხვა მუსიკოსებთან  ერთად სტუდიაში ჯემ სესიას მართავს. 

„ზოგჯერ საკუთარ თავს ვერ ვიტან, როცა ვგრძნობ, რომ არაგულწრფელი ვხდები, შემდეგ კი მახსენდება, რომ ყველას გვაიძულებენ ვიფიქროთ, თითქოს არ ვართ საკმარისად კარგები, თუმცა მძულს, როცა სხვების მოსაწონად საკუთარ თავს ვცვლი.“ – წერს ჯასტინ ბიბერი ვიდეოს აღწერაში.

ვიდეოში ბიბერი მთლიანად ეშვება ფსიქოდელიურ, ექსპერიმენტულ ჯემ სესიაში, რომელიც ელექტრონული ხმებითაა გაჯერებული. ბიბერმა ინსტაგრამის Stories-შიც მონიშნა რამდენიმე მუსიკოსი და მეგობარი, მათ შორის, მომღერალი და სიმღერების ავტორი ჯენსენ მაკრეი, პასტორი ჯუდა სმიტი, ჯოშ მელი, DJ ტეილორ ჯეიმსი, პროდიუსერი Camper და სხვები.

16 მარტს მომღერალმა ინსტაგრამის Stories-ში გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცდილობს სიძულვილისგან გათავისუფლებას. დიდი ასოებით დაწერილ შეტყობინებაში მან აღნიშნა: „ბავშვობიდან მეუბნებოდნენ, რომ არ უნდა მქონდეს ზიზღის შეგრძნება… ეს მაიძულებდა, მეგრძნო, თითქოს ამის უფლება არც მქონდა, ამიტომ ვერავის ვეუბნებოდი, რომ ეს განცდა მქონდა.“ 

გრემის გამარჯვებულის ბოლო პოსტები კიდევ ერთ გულწრფელ გზავნილს მოჰყვა, რომელიც არტისტმა 13 მარტს გააზიარა. მაშინ ბიბერმა აღიარა, რომ „უფრო ხშირად თავს მოუმზადებლად და არაკვალიფიციურად გრძნობდა.“ ბოლო კვირებში ის გულწრფელად ესაუბრებოდა გულშემატკივრებს იმის შესახებ, რომ მას სჭირდება „გაიზარდოს.“

აღსანიშნავია, რომ ჯასტინ ბიბერის ბოლო ალბომი 2021 წელს გამოშვებული Justice-ია, რომელმაც Billboard 200-ის სათავეში ორი კვირა დაყო. წელს ვარსკვლავმა გულშემატკივრებს ახალი მუსიკის შექმნაზე მიანიშნა და პერიოდულად ინსტაგრამზე სტუდიურ ფოტოებსაც აზიარებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სელენა გომესმა ახალი ალბომის კიდევ ერთი ვერსია წარადგინა და ბონუსად 8 წლის წინანდელი სიმღერა – Stained გამოუშვა

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი - ფოტო: გლენ ლუჩფორდი

მაილი საირუსმა ახალი ალბომი Something Beautiful დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი