ტრევის სკოტი ახალ კომპილაციურ ალბომს – JACKBOYS 2-ს აანონსებს

JACKBOYS-ის თავდაპირველი ვერსია 2019 წლის დეკემბერში გამოვიდა და Billboard 200-ის სათავეში მოხვდა.
ტრევის სკოტი
Gunner Stahl

ტრევის სკოტმა ოფიციალურად დააანონსა, რომ Cactus Jack-ის ლეიბლზე კომპილაციურ ალბომს,  JACKBOYS 2-ს გამოსცემს. La Flame-მა (ტრევის სკოტი) ეს სიახლე 24 მარტს, Miami-ში, LIV nightclub-ის სცენიდან გაამხილა. მან ფანებს მიმართა, რომ JACKBOYS 2 უკვე მზადდება, შემდეგ კი აქამდე გამოუცემელი ტრეკი გააჟღერა.  „JACKBOYS 2 გზაშია,” – თქვა არტისტმა და ახალი ნამუშევარი Sheck Wes წარადგინა. ამასთანავე, ტრევის სკოტმა სხვა  რამდენიმე ტრეკიც შეასრულა, მათ შორის, ASTROWORLD-ის NO BYSTANDERS.

მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფრაგმენტები ტრევის სკოტის ახალი ტრეკიდან, რომლის სავარაუდო სახელია Love My B—h. 

ჯერ უცნობია, როდის გამოვა JACKBOYS 2, თუმცა, შესაძლოა, ამ ალბომის გამოსვლა ტრევის სკოტის Coachella-ს სცენაზე დაბრუნებას დაემთხვეს. არტისტი ფესტივალის მესამე ღამის ჰედლაინერია და ფანებს განსაკუთრებულ შოუს ჰპირდება.   

JACKBOYS-ის თავდაპირველი ვერსია 2019 წლის დეკემბერში გამოვიდა და Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. შვიდ-ტრეკიანი პროექტი ისეთ არტისტებს აერთიანებდა, როგორებიც არიან: Pop Smoke, Lil Baby, Quavo, Offset, Young Thug, დონ ტოლივერი და სხვები. 

ახლახან, 22 მარტს, ტრევის სკოტი Future-ის ქალიშვილის, ლონდინის 16 წლის იუბილეს აღსანიშნავ წვეულებაზე გამოვიდა. ატლანტაში გამართულ წვეულებაზე Future-მაც შეასრულა თავისი ჰიტები და სცენაზე Sexyy Red და Mariah The Scientist მიიწვია, რათა ქალიშვილისა და მისი მეგობრებისთვის ემღერათ.  

I’m თებერვალში, სკოტმა თავის მუსიკალურ კარიერაში მეხუთედ მოიპოვა Billboard-ის  Hot 100-ის ლიდერობა – მისი ტრეკი 4×4 ჩარტის სათავეში მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მუსიკალური ბენდის, „ჩვენება“-ს წევრები: ელი, არჩილ მამასახლისი, ლუკა ჯლანტიაშვილი. ფოტო: დიმიტრი ჯლანტიაშვილი

ქართულმა ინდი-როკ ბენდმა „ჩვენება“ სადებიუტო ალბომი Counter Clockwise წარადგინა

შემდეგი სტატია

მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Ecco2k – Aldehydes and Ketones

თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, შვედური ალტერნატიული სცენის ვარსკვლავი Ecco2k ახალი სინგლით – Aldehydes & Ketones ბრუნდება

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი
გიგი ცინცაძის და ზუკა სიმონიშვილის ერთობლივი ალბომი Flow ფოტო: Lunatic

გიგი ცინცაძემ და ზუკა სიმონიშვილმა ერთობლივი ალბომი Flow გამოუშვეს

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი