კანიე უესტის თქმით, J. Cole ჰიპ-ჰოპ მუსიკას ვნებს

Ye-სა და Cole-ს უკვე დიდი ხანია, დაძაბული ურთიერთობა აქვთ.
კანიე უესტი და J. Cole. 2011 წლის 19 თებერვალი.
Johnny Nunez/WireImage

კანიე უესტი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სოციალური მედიის ყურადღების ცენტრში. რეპერმა  X-ზე გამოქვეყნებულ პოსტებში J. Cole და მისი მუსიკა გააკრიტიკა. 

უესტი პირდაპირ წერს: „J. Cole-ის მუსიკა ძალიან მძულს.”  – მისი თქმით, გართობის ინდუსტრიის გარკვეული „დამკვეთები” ცდილობენ, J. Cole დაარწმუნონ, დრეიკს დაუპირისპირდეს.  ამის შემდეგ უესტმა სარკასტულად აღნიშნა, რომ ამ დაპირისპირების სანაცვლოდ, Super Bowl-ის დროს მაყურებელი J. Cole-ის რეკლამას იხილავდა. ამ ფორმით Ye-მ (კანიე უესტი) გამოთქვა მოსაზრება, რომ J. Cole კომერციული პროექტია და მისი წარმატება რეალური არ არის.

ამის შემდეგ კანიე უესტმა Cole-ის მუსიკა კიდევ უფრო დამცინავად მოიხსენია, როდესაც თქვა, რომ მისი  მუსიკა მხოლოდ ქალწულებისთვისაა. „J. Cole-ს არავინ უსმენს მას შემდეგ, რაც ქალწულობას კარგავს,” – დაწერა მან.  

უესტმა ასევე გაიხსენა 2021 წლის Donda-ს პერიოდი და ის, თუ როგორ არწმუნებდა დრეიკს, რომ J. Cole-სთვის დიდი პლატფორმის მიცემით ჰიპ-ჰოპის მუსიკალურ სცენას აზიანებდა.  

„როცა Donda-ს პერიოდში დრეიკს შევხვდი, ვუხსნიდი, რომ J. Cole-ისთვის პლატფორმის მიცემით ჰიპ-ჰოპს ვნებდა. იმავდროულად ვამბობდი, რამდენად მომწონდა Future,” – გაიხსენა მან.  

კანიემ J. Cole გასულ წელსაც გააკრიტიკა, როდესაც Like That-ის რემიქსზე თავისი სტროფი ჩაწერა: „Play J. Cole get the p—y dry”. 

Ye-სა და Cole-ს უკვე დიდი ხანია, დაძაბული ურთიერთობა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ J. Cole-ის თქმით,  უესტის მუსიკალურ მემკვიდრეობას პატივს სცემს, ტრეკებში Ye-ს ხშირად აკრიტიკებს. მაგალითად, 2016 წლის False Prophets-ისა და 2019 წლის Middle Child-ის ტექსტებში ამბობს, რომ უესტი იმედებს ვერ ამართლებს.  

კანიე უესტი ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო სკანდალური გახდა X-ზე გამოქვეყნებული ხმაურიანი პოსტებით. – მან ანტისემიტური განცხადებები გაამეორა და ჰიტლერისადმი სიმპათია გამოხატა. 

გასულ კვირას ვესტმა DJ Akademiks-თან ინტერვიუში თავისი ბოლო კომენტარების კონტექსტი განმარტა და არაერთი ცნობილი სახეც ახსენა, მათ შორის: კენდრიკ ლამარი, დრეიკი, კიმ კარდაშიანი, Diddy, ვირჯილ აბლო, ჯეი-ზი, Playboi Carti და სხვ.  

იხილეთ იეს პოსტები, სადაც კანიე უესტი J. Cole-ს აკრიტიკებს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Weeknd Courtesy of Republic Records

The Weeknd-ის ვიდეოკლიპმა Call Out My Name YouTube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა

შემდეგი სტატია

კანიე უესტმა ახალ სიმღერაში ბიანკა სენსორისთან დაშორება დაადასტურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის დაგეგმვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კონცერტზე თავდასხმის გეგმა ჩაიშალა, თუმცა ავსტრიის ხელისუფლებამ 2024 წლის აგვისტოში სვიფტის სამივე გამოსვლა მაინც გააუქმა.
მეტი
არიანა გრანდე Courtesy of Republic Records

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – არიანა გრანდე, Labrinth, aespa და სხვები

გაეცანით კვირის მთავარ მუსიკალურ რელიზებს. Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი ყოველკვირეულად გთავაზობთ ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს.
მეტი

მურმან წულაძის ახალი EP  – Firma

ახალი ჩანაწერი მელანქოლიური და ნოსტალგიური განწყობის მატარებელია, - არტისტი დასავლეთ ევროპაში გატარებულ გამოცდილებასა და საკუთარ სენსიტიურ მხარეს ავლენს.
მეტი

RIHA-ს მეხუთე სტუდიური ალბომი V

ალბომი მისი საავტორო დოკუმენტური ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკების კრებულია და ავტორის ბაბუას, მხატვარს და მოქანდაკე ვახტანგ ონიანს ეძღვნება.
მეტი

პოლ მაკარტნის თქმით, „პრინცს” Beatles-ის ქავერი აქვს ჩაწერილი, რომლის გამოცემაც სურს

მაკარტნიმ თავის საყვარელ სიმღერებზე ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება გააზიარა ტეილორ სვიფტის, ბილი აილიშის, ოლივია როდრიგოსა და საბრინა კარპენტერის შესახებ.
მეტი