Metallica-მ გულშემატკივრებზე ორიენტირებული დოკუმენტური ფილმის Metallica Saved My Life-ის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოუშვა

ფილმი იმ გულშემატკივრებზეა ფოკუსირებული, ვისზეც ბენდმა ცხოვრებისეული გავლენა მოახდინა, რეჟისორი კი Metallica-ს დიდი ხნის მეგობარი იონას აკერულნდია.
Metallica - Allegiant Stadium-ში 2022 წლის 25 თებერვალი, ლას ვეგასი, ნევადა. გიტარისტი - კირკ ჰამმეტი, დრამერი - ლარს ულრიხი, ფრონტმენი - ჯეიმს ჰეტფილდი და ბასისტი - რობერტ ტრუჯილიო ფოტო: ეთან მილერი / Getty Images
Metallica – Allegiant Stadium-ში 2022 წლის 25 თებერვალი, ლას ვეგასი, ნევადა. გიტარისტი – კირკ ჰამმეტი, დრამერი – ლარს ულრიხი, ფრონტმენი – ჯეიმს ჰეტფილდი და ბასისტი – რობერტ ტრუჯილიო
ფოტო: ეთან მილერი / Getty Images

8 აპრილს Metallica-მ გულშემატკივრებზე ორიენტირებული დოკუმენტური ფილმის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.  ფილმ Metallica Saved My Life-ის რეჟისორი ბენდის დიდი ხნის მეგობარი და გრემის გამარჯვებული იონას აკერულნდია. დოკუმენტური ფილმის ჩვენება კი  Metallica-ს მიმდინარე ტურნეს, M72-ის ფარგლებში   იქნება შესაძლებელი.

ჯგუფმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: „ჯერ ბოლომდე მზად არ ვართ, მაგრამ გვსურს, თქვენ იყოთ პირველი, ვინც ჩვენს უახლოეს პროექტს იხილავს. ამ ფილმის რეჟისორი გრემის გამარჯვებული იონას აკერულნდია, რომელიც ჩვენს სამყაროს გულშემატკივრების მეშვეობით იკვლევს. გულშემატკივრების, რომლებმაც ოთხი ათწლეულის განმავლობაში ერთმანეთს თანადგომა, განცდები, ემოციები თუ წარმატებები გაუზიარეს.”

ერთ წუთიან ტრეილერში ბენდის დრამერი ლარს ულრიხი ამბობს: „Metallica არის მდგომარეობა.” – ვიდეოში ჯგუფის სხვა წევრებიც იმეორებენ: „Metallica არის…“ – ფრაზას კი გულშემატკივრები ასრულებენ.

Metallica M72 ტურნეს ფარგლებში მომდევნო კონცერტს 19 აპრილს ნიუ იორკში გამართავს.  რამდენიმე დღის წინ კი ბენდმა სისხლის დონაციისთვის წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დაიწყო. ისინი სისხლის ყველა ჯგუფის დონორს დონაციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. 

ნახეთ Metallica-ს დოკუმენტური ფილმის ტრეილერი Metallica Saved My Life:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესი American Music Awards

2025 წლის American Music Awards-ის წამყვანი ჯენიფერ ლოპესი იქნება

შემდეგი სტატია

კანიე უესტის მტკიცებით, 2016 წელს ფრენკ ოუშენი ცდილობდა, მისთვის ტრამპის მხარდაჭერა გადაეფიქრებინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი