მიკ ჯაგერი დიდი ხნის პარტნიორ მელანი ჰამრიკთან დაინიშნა

მელანი ჰამრიკმა გაამხილა, რომ ისინი ორი თუ სამი წელია, დანიშნულები არიან
მიკ ჯაგერი და მელანი ჰამრიკი 2024 წლის 25 ივლისი.
JULIEN DE ROSA/AFP via Getty Images

მელანი ჰამრიკმა ფრანგულ გამოცემა  Paris Match-თან საუბარში დაადასტურა, რომ The Rolling Stones-ის ფრონტმენი მიკ ჯაგერი უკვე ორი-სამი წელია, მისი საქმროა. რაც შეეხება ქორწინებას, ჰამრიკმა თქვა: „შესაძლოა, ერთ დღეს დავქორწინდეთ, შესაძლოა  –  არა. ჩვენ იმდენად ბედნიერები ვართ, რომ ნებისმიერი ცვლილების შემეშინდებოდა.“

მელანი ჰამრიკი –  ამერიკული ბალეტის თეატრის ყოფილი ბალერინა და ქორეოგრაფია, რომელიც მიკ ჯაგერს

2014 წლიდან ხვდება. მისი თქმით, პირველად გრძნობა მაშინ გაუჩნდა, როდესაც ისინი ერთმანეთს იაპონიაში შეხვდნენ. მიკ ჯაგერი მაშინ ჯერ კიდევ ხვდებოდა მოდელ ლიურენ სკოტს. მელანი  ჰამრიკი იხსენებს: „ჩვენ ერთმანეთისთვის ნომრებიც კი

არ გაგვიცვლია. მე თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ის არ იყო.“

მიკ ჯაგერს და მელანი ჰამრიკს რვა წლის ვაჟი – დევერო ოქტავიან ბეზილ ჯაგერი ჰყავთ, რომელიც  დედის ინსტაგრამ პოსტებში ხშირად ჩანს.

ჯაგერს სხვა ურთიერთობებიდან კიდევ შვიდი შვილი ჰყავს. უფროსი შვილი კარისი (54 წლის) 1970 წელს მსახიობ მარშა ჰანტისგან შეეძინა. ერთი წლის შემდეგ ჯაგერმა ბიანკა ჯაგერზე იქორწინა, ვისგანაც გოგო ჯეიდი ( 53 წლის) ჰყავს.  ყოფილი

მეუღლისგან  ჯერი ჰოლისგან, მომღერალს ოთხი შვილი ჰყავს: ელისაბედი (41), ჯორჯია მეი (33), ჯეიმსი (39) და გაბრიელი (27). არტისტს მოდელ ლუსიანა მორად ჟიმენესთანაც ჰყავს ვაჟი ლუკასი (25 წლის).

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ კენდრიკ ლამარისა და SZA-ს ახალი ვიდეოკლიპი სიმღერაზე Luther

შემდეგი სტატია

დრეიკი მიანიშნებს, რომ ფარელ უილიამსის კუთვნილი კიდევ ერთ ძვირფასი სამკაული შეიძინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Oliver Tree Exit Festival-ზე 2024 წლის 11 ივლისი, სერბეთი. Srdjan Stevanovic/Getty Images

„არცერთი დღე არ არის გარანტირებული“ –  Oliver Tree-ს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გამოქვეყნდა

რიო-დე-ჟანეიროში მომხდარ ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობი ალტჰოფთან ინტერვიუში, მუსიკოსმა თავგადასავლებითა და რისკებით სავსე ცხოვრებაზე ისაუბრა.
მეტი

ოლივია ჯინმა ჯეკ უაიტთან  ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, განქორწინების მიზეზად „შეურიგებელი უთანხმოება“ და „შეუსაბამო ოჯახური ქცევაა“ მითითებული
მეტი
ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი