ნახეთ: Pink Floyd უკრაინის მხარდასაჭერ სიმღერას Hey Hey Rise Up ავრცელებს

ფოტო: Pink Floyd

ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის Pink Floyd წევრები, დევიდ გილმორი და ნიკ მეისონი უკრაინის მხარდასაჭერად სიმღერას Hey Hey Rise Up ავრცელებენ. ეს ბენდის პირველი ნამუშევარია 1994 წლის ალბომის Division Bell შემდეგ. ბას გიტარაზე გაი პრატი უკრავს, კლავიშზე კი ნიტინ სოუნი. კომპოზიციაში, რომლის ვიდეორგოლზეც მეთ ვაიკროსმა იმუშავა, უკრაინული კოლექტივის Boombox წევრი, ანდრეი ხლივნიუკი მონაწილეობს.

“მრავალი სხვა ადამიანის მსგავსად, ჩვენც გაბრაზებული და ფრუსტრირებული ვართ მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებელ, მშვიდობიან, დემოკრატიულ ქვეყანაში შეჭრის და ხალხის დახოცვის გამო”, – განაცხადა გილმორმა, რომელსაც უკრაინელი რძალი ჰყავს.

ტრეკი 30 მარტს ჩაიწერა და მასში კიევში, სოფიას მოედანზე მდგარი ხლივნიუკის აკაპელაა გამოყენებული. სიმღერის გაყიდვებიდან შემოსული თანხა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ფონდს გადაერიცხება.

“ანდრეის დავურეკე და კომპოზიცია მოვასმენინე. ორივე ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ერთად უკვე სტუდიაში ვიმუშავებთ”, – დაამატა დევიდ გილმორმა.

“პინკ ფლოიდი” ერთ-ერთია იმ მრავალ არტისტს შორის, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად კონცერტებს ატარებენ ან ახალ კომპოზიციებს უშვებენ. ახლო მომავალში კიდევ ერთი საქველმოქმედი ღონისძიება Stand Up With Ukraine გაიმართება, რომელშიც ცნობილი მუსიკოსები: მაილი საირუსი, ბილი აილიში, უიქენდი და სხვები მიიღებენ მონაწილეობას.

Pink Floyd ლონდონში 1965 წელს ჩამოყალიბდა და მალევე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდად იქცა. ჯგუფს სულ 15 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგანაც 5 სხვადასხვა დროს ბილბორდის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა. განსაკუთრებით წარმატებული 1973 წელს გამოსული The Dark Side of the Moon გამოდგა, რომელიც Billboard 200-ში რეკორდული დროის, 943 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ალიშა ქისი კლიპს City of Gods (Part II) ავრცელებს

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: კამილა კაბეიომ მესამე ალბომი Familia გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი