კუბური წარმოშობის პოპ შემსრულებელი, კამილა კაბეიო რიგით მესამე სტუდიურ ალბომს Familia ავრცელებს. სტუდიურ ნამუშევარში 12 სიმღერაა წარმოდგენილი, მათ შორის სინგლები: Don’t Go Yet, ედ შირანთან ერთად ჩაწერილი Bam Bam, ასევე, Psychofreak, Lola და Hasta Los Dientes უილოუს, მარია ბეკერასა და იოტუელ რომეროს მონაწილეობით.
წინა ალბომი Romance კამილამ 2019 წელს გამოუშვა. ჩანაწერი Billboard 200-ში მესამე ადგილზე გავიდა და ჩარტში ჯამში 41 კვირა დაჰყო. მასში შესული სინგლი My Oh My კი ბილბორდის ცხელ ასეულში მე-12 პოზიციაზე მოხვდა.
კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული “იქს ფაქტორის” მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. სადებიუტო, პლატინის სტატუსის მქონე სოლო ალბომი Camila მან 2018 წელს გამოუშვა და Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილიც დაიკავა. შემსრულებლისთვის კომერციულად წარმატებული სინგლები Havana და Senorita გამოდგა, რომლებიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცნენ. პირველმა ბრილიანტის სტატუსიც დაიმსახურა. შედეგად კაბეიო პირველი ესპანურენოვანი ქალი შემსრულებელი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.