„ეს უნდა დასრულდეს“ – ჯასტინ ბიბერი პაპარაცებს საჯაროდ აკრიტიკებს

„მართლა უნდა შევცვალოთ რაღაცები, გთხოვთ,“ – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
ჯასტინ ბიბერი
Kevork Djansezian/Getty Images

ჯასტინ ბიბერმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ხვდებიან მას გარეთ გასვლისთანავე პაპარაცები, მიჰყვებიან მანქანამდე და ხშირად გზასაც კი უღობავენ. ვიდეოში ჩანს, რომ დაცვის წევრი არაერთხელ სთხოვს პაპარაცებს, უკან დაიხიონ.  

„ეს უნდა დასრულდეს,“ – წერს ვიდეოს აღწერაში ჯასტინ ბიბერი.

მომღერალი ლოს-ანჯელესის პაპარაცულ კულტურაზე აზრს სხვა პოსტებშიც გამოთქვამს. „ყველა მეუბნება, რომ ლოს-ანჯელესი დავტოვო. თქვენ გგონიათ, რომ იქიდან წავალ, სადაც ჩემი გავლენა ყველაზე მეტად არის საჭირო? როგორ შევძლებთ რამის შეცვლას, თუ სიბნელეს გავექცევით?“

ბიბერი ასევე აღნიშნავს, რომ ჰოლივუდური სტილით ცხოვრება აღარ სურს. „მე უბრალოდ მინდა, რომ მთლიანად ჩავიძირო კულტურაში, ვისწავლო ყველასგან და ყველაფრისგან და ვიყო სიყვარულისა და თანასწორობის აქტიური მხარდამჭერი.“

ჯასტინ ბიბერმა ასევე გააზიარა ლომის ფოტო წარწერით: „ვთხოვ [ღმერთს], მომცეს მოთმინება, რადგან ზოგჯერ მართლა რთულია, არ წააცალო თავი მათ [პაპარაცებს].“

კიდევ ერთ პოსტში ჯასტინ ბიბერი წერს: „დღეს საკუთარ თავსაც ვპატიობ ეგოიზმს და ვპატიობ მათაც, ვინც ჩემს გამოყენებას ცდილობს მხოლოდ იმიტომ, რომ სარგებლის მიღება სურთ.“

ბიბერი აღნიშნავს, რომ პაპარაცების გამო არაერთი ვარსკვლავის ცხოვრება დაინგრა და ტრაგიკულად დასრულდა. „ამ ყველაფერმა ადამიანების სიცოცხლეც შეიწირა. პირველ რიგში, პრინცესა დაიანა მახსენდება. მართლა უნდა შევცვალოთ რაღაცები, გთხოვთ.“

ბიბერი დიდი ხანია, რაც პაპარაცებს ღიად უპირისპირდება. 2009 წელს, როცა მხოლოდ 15 წლის იყო და მუსიკალურ სცენაზე გამოჩნდა, ფოტოგრაფები მას მუდმივად დასდევდნენ, რის გამოც არაერთხელ გამოუთქვამს პროტესტი.

ბოლო პერიოდში მომღერალი ინსტაგრამზე გულახდილი პოსტებით გამოირჩევა. ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ ცდილობს, აპატიოს ადამიანებს, ვინც ინტერნეტში ჭორებს ავრცელებს. „სიმართლე გითხრათ, თქვენს ადგილას მეც შემშურდებოდა, როცა ჩემი და ჰეილის წყვილს ერთად დავინახავდი,“ – წერს ჯასტინ ბიბერი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტის თქმით, ისურვებდა, რომ კიმ კარდაშიანის ნაცვლად შვილები პერის ჰილტონთან ჰყოლოდა

შემდეგი სტატია

ნახეთ „შავი პრინცისა” და Best History-ს აქამდე უცნობი ვიდეო

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი