Bad Bunny ოსტინ ბატლერს და ზოი კრავიცს ფილმ Caught Stealing-ში უერთდება

მძაფრსიუჟეტიანი ფილმი კინოთეატრებში 29 აგვისტოს გამოვა.
Bad Bunny ფილმში Caught Stealing - Courtesy Sony Pictures Entertainment
Bad Bunny ფილმში Caught Stealing – Courtesy Sony Pictures Entertainment

Bad Bunny სამსახიობო კარიერას აგრძელებს. ის ამჯერად ფილმ Caught Stealing-ის მსახიობთა გუნდს უერთდება, სადაც ოსტინ ბატლერისა და ზოი კრავიცის გვერდით ითამაშებს.

21 მაისს ფილმის  ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა, სადაც  ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიო, სასცენო სახელით Bad Bunny  გამოჩნდა. ფილმში ის პუერტო რიკოელ განგსტერს განასახიერებს. 

დარენ არონოფსკის ახალი პროექტი Caught Stealing მძაფრსიუჟეტიანი და დრამატული ფილმია. მისივე რეჟისორობითაა გადაღებული ცნობილი ფილმები: Requiem for a Dream, Black Swan და Mother!

ახალი კინოპროექტის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც პუერტორიკოელი სუპერვარსკვლავი Bad Bunny შაბათის ღამის შოუს საიუბილეო (50) სეზონის ფინალურ ეპიზოდებში გამოჩნდა და  სიმღერები – Nuevayol და Perfumito Nuevo შეასრულა. პარალელურად, არტისტი  ტურნეს აგრძელებს და საკუთარ ახალ რეკორდებსაც ამყარებს. 

Billboard-ის ბოლო მონაცემებით, Bad Bunny-ის გლობალური ტურნე Debí Tirar Más Fotos უკვე 2.6 მილიონი ბილეთის გაყიდვით არაერთ საერთაშორისო რეკორდს ხსნის. არტისტმა ტურნე ოფიციალურად მაისში დააანონსა,  პირველი კონცერტები კი ნოემბერში დაიწყება.

ნახეთ ფილმ Caught Stealing-ის ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ordinary Words/More Than Forever — ქეთათო ნერგაძემ ლაივ სესიის ვიდეოჩანაწერი წარადგინა

შემდეგი სტატია

Riha-ს სვანურ მოტივებზე აგებული მუსიკა – ახალი EP სახელწოდებით – „მალატ“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი
JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO

Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

რვანაწილიანი დოკუმენტური სერიალის, JAŸ-Z in 8-ის დებიუტი შემოდგომაზე იგეგმება.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი