ბრაიან ინო Microsoft-ს ისრაელის სამხედროების ტექნოლოგიით უზრუნველყოფის გამო აკრიტიკებს

30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრაიან ინომ Windows 95-ის საკულტო ხმოვანი პასაჟი შექმნა.
ბრიან ინო The Royal Festival Hall-ის სცენაზე. 2023 წლის 30 ოქტომბერი.
Christoph Soeder/picture alliance via Getty Images

სამი ათწლეულის შემდეგ, რაც ბრაიან ინომ Windows 95-ის საკულტო ხმოვანი პასაჟი შექმნა, მუსიკოსმა Microsoft-ს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, შეწყვიტოს ტექნოლოგიის მიწოდება ისრაელისთვის.

„არა ჩემი სახელით: ღია წერილი Microsoft-ს ბრაიან ინოსგან“ — ასე ჰქვია განცხადებას, რომელიც 21 მაისს ინსტაგრამზე გამოქვეყნდა: „90-იანი წლების შუა პერიოდში Microsoft დამიკავშირდა და მთხოვა, კომპანიის ახალი ოპერაციული სისტემისთვის — Windows 95 მოკლე მუსიკალური პასაჟი შემექმნა. მას შემდეგ ამ ხმას მილიონობით, შესაძლოა, მილიარდობით ადამიანმა მოუსმინა, როგორც ტექნოლოგიური მომავლის სიმბოლოს. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ იგივე კომპანია ოდესმე ჩაგვრისა და ომის მექანიზმის ნაწილი იქნებოდა,” — წერია განცხადებაში. 

წერილი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც Microsoft-მა ბლოგპოსტით განაცხადა, რომ კომპანია ხელოვნური ინტელექტისა და ე.წ. Cloud სერვისების მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს ისრაელის სამხედრო უწყებაზე ყიდდა და ასევე, ისრაელელი ტყვეების მოძიების ოპერაციებში მონაწილეობდა. ოფიციალური მონაცემებით, ჰამასის მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს 1 200 ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი ტყვედ აიყვანეს. ისრაელის პასუხმა — ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აღსანიშნავია, რომ Associated Press-ის მონაცემებით, გარდაცვლილ პალესტინელთა რიცხვი 53 000-ს აჭარბებს.

კიდევ ერთი გამოძიების მიხედვით, რომელიც თებერვალში AP-მ გამოაქვეყნა, წერია, რომ ისრაელის სამხედრო ძალებმა Microsoft-ის Azure პლატფორმა მასობრივი თვალთვალის საშუალებით მიღებული დაზვერვის მონაცემების გადამუშავებისა და თარგმნისთვის გამოიყენეს. როდესაც Microsoft-ის თანამშრომლებმა და საზოგადოებამ კომპანიის ისრაელთან ურთიერთობაზე შეშფოთება გამოხატა, ტექნოლოგიურმა გიგანტმა განაცხადა, რომ შიდა მოკვლევა ჩატარდა.

„ვერ აღმოვაჩინეთ ვერავითარი მტკიცებულება, რომ Azure-სა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები, ან ჩვენი ნებისმიერი სხვა პროგრამა ხალხის დასაზიანებლად გამოიყენეს. არ გამოვლენილა ფაქტები, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ დაარღვია ჩვენი მომსახურების პირობები ან AI-ის ქცევის კოდექსი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Microsoft-ს არ აქვს ხილვადობა იმაზე, როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს პროგრამებს საკუთარ სერვერებსა და მოწყობილობებზე.“

მიუხედავად ამისა, ბრაიან ინო მიიჩნევს, რომ კომპანიას აქვს „ეთიკური ვალდებულება“, შეწყვიტოს ბიზნესურთიერთობა ისრაელთან. „ეს სერვისები ემსახურება რეჟიმს, რომლის ქმედებებს წამყვანი იურისტები, ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები, გაეროს ექსპერტები და მსოფლიოში სულ უფრო მეტი სახელმწიფო გენოციდად აფასებს. ხელოვნური ინტელექტისა და Cloud ტექნოლოგიის მიყიდვა და მხარდაჭერა ისეთი სახელმწიფოსთვის, რომელიც სისტემურ ეთნიკურ წმენდაშია ჩართული, არ არის უბრალოდ ბიზნესი — ეს თანამონაწილეობაა,” — წერს კომპოზიტორი. 

წერილის ბოლოს ინო აცხადებს, რომ Windows 95-ის კომპოზიციისთვის მიღებულ ჰონორარს ღაზის მსხვერპლთა დასახმარებლად გადარიცხავს. „თუ ხმას შეუძლია ნამდვილი ცვლილების სიმბოლოდ იქცეს, მაშინ ეს იყოს სწორედ ის ხმა,” — წერს ინო. 

Microsoft-მა Billboard-ს კომენტარზე უარი უთხრა.

ბრაიან ინო უკვე 30 წელია, Microsoft-ის ისტორიის მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება — მისი რამდენიმეწამიანი პასაჟი მთელ მსოფლიოში ასობით მილიონი კომპიუტერის ჩართვის ხმად იქცა. 2025 წელს აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ ეს ჟღერადობა შეიყვანა National Recording Registry-ში, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი აუდიოჩანაწერების დაარქივებას და დაცვას ემსახურება.

იხილეთ ბრაიან ინოს სრული განცხადება: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიუს სპრინგსტინი ფოტო: რობ დემარტინი

ბრიუს სპრინგსტინმა ახალი EP სახელწოდებით – Land of Hope & Dreams გამოუშვა

შემდეგი სტატია

Charli xcx-ის თქმით, Brat-ის შემდეგ მისი მომდევნო ალბომი „სავარაუდოდ, კრახი იქნება”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი