A$AP Rocky-მ Ray-Ban-ის  სათვალეების სერია გამოუშვა

Ray-Ban-ის კლასიკური Wayfarer სათვალეების ახალი კოლექცია შვიდ განსხვავებულ ფერშია წარმოდგენილი.
A$AP Rocky
A$AP Rocky

A$AP Rocky-მ და Ray-Ban-მა ერთობლივი კოლაბორაციით Wayfarer Puffe-ის კლასიკური დიზაინის განსხვავებული ინტერპრეტაცია წარადგინეს. რეპერი ამ სტილის სათვალით პირველად 2025 წლის Met Gala-ზე გამოჩნდა, სადაც მას იტალიაში სპეციალურად დამზადებული ხელნაკეთი სათვალე ეკეთა. 

სათვალე 18 კარატიანი ოქროს ლოგოთი, ბრილიანტებითა და ძვირფასი ქვებით იყო გაფორმებული. A$AP Rocky იგივე სათვალით კანის კინოფესტივალზეც გამოჩნდა, სადაც მან ექსკლუზიური წვეულება გამართა.

„Ray-Ban-ის Wayfarer Puffe-ის მიზანია, თანამედროვე სტილის ახალ სიმბოლოდ მოიაზრებოდეს.”- ნათქვამია ბრენდის განცხადებაში.

ღონისძიებებიდან ერთი თვის შემდეგ  რეპერმა და  Ray-Ban-მა ოფიციალურად გამოუშვეს Wayfarer Puffer-ის კოლექცია, რომელიც წითელ, ვარდისფერ, თეთრ, ყვითელ, მწვანე და ლურჯ ფერებშია წარმოდგენილი.

,,გაგაცნობთ, კლასიკური Wayfarer სტილის ჩემს პირველ ვერსიას –  ეს არის Puffer.“  – განაცხადა A$AP Rocky-მ.

მას შემდეგ, რაც  A$AP Rocky თებერვალში Ray-Ban-ის ისტორიაში პირველი კრეატიული დირექტორი გახდა, აპრილში სადებიუტო კოლაბორაცია, სახელად Blacked Out-ის კოლექცია წარადგინა. Puffer-ის მსგავსი ესთეტიკით გამორჩეული ეს გამოშვებაც კლასიკურ ელემენტებს თანამედროვე და თამამი შტრიხებით აერთიანებს.

A$AP Rocky x Ray-Ban-ის Wayfarer Puffer ახალი კოლექცია კი უკვე ხელმისაწვდომია Ray-Ban.com-ზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lizzo-ს თქმით, მან ოზემპიკის გამოყენება სცადა და გაამხილა დიეტა, რომელიც წონის კლებაში რეალურად დაეხმარა

შემდეგი სტატია

ლეგენდა სცენაზე – ნანი ბრეგვაძის კონცერტი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ - ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
მეტი

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

„ეს სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - განუცხადა Billboard-ს პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა.
მეტი
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
მეტი
Manchester Orchestra - ტიმ ვერი, 2025 წლის 19 DANIEL KNIGHTON/GETTY IMAGES

Manchester Orchestra-ს დრამერი ტიმოთი ვერი გარდაიცვალა  – ინფორმაციას ბენდი ადასტურებს

„ჩვენ ყველანი ვშიშობდით ამ ამბის გაზიარებას, რადგან ჯერ კიდევ სრულ შოკში ვართ,“ - აცხადებს Manchester Orchestra.
მეტი
ჯეიმს ვან დერ ბიკი და Ke$ha ლას ვეგასი, 2011 წლის 7 მაისი დენიზ ტრუსელო/WIREIMAGE

KESHA-მ ჯეიმს ვან დერ ბიკის ხსოვნას პატივი მიაგო

ცნობილი ვარსკვლავი ჯეიმს ვან დერ ბიკი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობის შემდეგ  KESHA მსახიობთან გატარებულ  დროს იხსენებს…
მეტი
სელინ დიონი 2024 წლის 17 ივნისი, ნიუ-იორკი. კრისტინა ბამფრი/Variety

სელინ დიონმა ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის, ვალენტინოს ხსოვნას პატივი მიაგო

„შენ ყოველთვის ისეთად მხედავდი, როგორიც სინამდვილეში ვარ“ - აღნიშნა მომღერალმა. მაღალი მოდის ცნობილი იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი 19 იანვარს რომში, საკუთარ სახლში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი