კანიე უესტმა და კინგ კომბსმა EP გამოსცეს, რომელშიც შედის სიმღერა Diddy Free

ახალ პროექტში მონაწილეობს კანიეს ქალიშვილი ნორს უესტიც.
კანიე უესტი და Diddy 2016 წლის MTV VMA-ზე
Jeff Kravitz/FilmMagic

კანიე უესტმა და Diddy-ს ვაჟმა, მოულოდნელად, EP გამოსცეს, სახელწოდებით Never Stop.

უესტმა და კინგ კომბსმა პროექტი სტრიმინგ პლატფორმებზე 27 ივნისს გამოაქვეყნეს. კანიე ალბომის აღმასრულებელი პროდიუსერია. პროექტში მონაწილეობს ასევე ნორს უესტიც, რეპერისა და კიმ კარდაშიანის უფროსი ქალიშვილი, რომელიც სიმღერა Lonely Roads-ში რეპავს. აღნიშვნის ღირსია ასევე კომპოზიცია Diddy Free, რომელიც ამჟამად დაპატიმრებული კომბსის გათავისუფლებას მოითხოვს. 

უესტი Diddy-ს ერთ-ერთი გულმხურვალე დამცველია მას შემდეგ, რაც კომბსი სექსტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. კანიე ამ თვეში მის სასამართლო პროცესსაც დაესწრო და განაცხადა, რომ იქ კომბსის მხარდასაჭერად მივიდა. 

Diddy-ს სასამართლო პროცესები მაისის შემდეგ მიმდინარეობს. ფედერალური პროკურატურა მას ედავება უკანონო წვეულებების მოწყობას, სადაც ის, გადმოცემით, ქალებს, მათ შორის ყოფილ მეგობარ გოგონა კეისი ვენურას, სხვებთან სექსს აიძულებდა. რეპერის იურიდიული გუნდი ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი ადვოკატი ამბობს: „შონ კომბსი რთული კაცია, მაგრამ ეს არ არის რთული საქმე. ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ნამდვილად იყო ოჯახური ძალადობა. ოჯახური ძალადობა კი არ არის სექსტრეფიკინგი.”

Diddy-ს ოჯახი მტკიცედ რჩება მის მხარდამჭერად. 26 ივნისის პროცესს მისი ქალიშვილებიც ესწრებოდნენ.

მოუსმინეთ კანიე უესტისა და კინგ კომბსის EP-ს:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქართველმა არტისტმა Saphileaum-მა კალიფორნიულ ლეიბლზე ახალი ალბომი გამოუშვა

შემდეგი სტატია

ახალ „ფრისტაილში” უილ სმითი კრის როკთან ოსკარის ინციდენტს ეხება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი