სალო თათარაშვილმა Nikala-სთან კოლაბორაციით ახალი სიმღერა – Someway გამოუშვა

SALLO (სალომე თათარაშვილი) ამჟამად 23 წლისაა. საავტორო მუსიკალური კარიერა არტისტმა 2018 წელს დაიწყო, პირველი ტრეკი კი 2021 წელს გამოუშვა.
SALLO – Someway (Feat. Nikala)

სალო თათარაშვილმა, სასცენო სახელით SALLO, ახალი სიმღერა – Someway გამოუშვა. მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად სალომეა, ხოლო პროდიუსერი – Nikala. ტრეკის მიქსინგსა და მასტერინგზე პაპუნა ალიბეგაშვილმა იმუშავა.

Someway ალტერნატიული R&B-ის, საცეკვაო და ელექტრონულ ჟანრებს ეკუთვნის. როგორც არტისტი Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამ ჟანრში პირველად იმუშავა და შესაბამისად, სიმღერა განსხვავდება მისი წინა ნამუშევრებისგან.

„ეს სიმღერა ბევრად მსუბუქი, რითმული, ნათელი და პოზიტიურია. მგონია, რომ რაღაც ახალი ფერი დაემატა ჩემს მუსიკალურ სამყაროს და მეტად მრავალფეროვანი გახდა, რაც ჩემთვის, როგორც არტისტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შინაარსს – სიმღერა არის ადამიანზე, რომელიც სამყაროს სულ სხვანაირად გაჩვენებს და თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებს.”

სამუშაო პროცესზე საუბრისას სალომე თათარაშვილი აღნიშნავს, რომ ყველაფერი ბუნებრივად წარიმართა, რადგან მისი, ნიკალას და პაპუნა ალიბეგაშვილის მუსიკალური გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა.

„ჩემი მუსიკალური კარიერა პაპუნასთან და Nikala-სთან ერთად დავიწყე. პირველი ნაბიჯების გადადგმაში ისინი დამეხმარნენ და დღემდე ჩემს გვერდით არიან. მათთან ერთად მუსიკაზე მუშაობა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული პროცესია – კომფორტული და ძალიან შემოქმედებითი.

ეს არტისტები ძალიან გამოცდილები არიან და მათგან ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვსწავლობ – ტექნიკურადაც და ემოციურადაც. ჩასაწერად ძალიან ცოტა დრო გვქონდა, რადგან პაპუნა დროებით იყო ჩამოსული საქართველოში და ყველაფერი უნდა მოგვესწრო. თავდაპირველად ამ ტრეკის დემო ძალიან მელანქოლიური და მშვიდი იყო – თითქოს რაღაც აკლდა. ნიკალას გავუგზავნეთ და მეორე დღეს რადიკალურად სხვა ჟანრის ნამუშევარი გამოგვიგზავნა. იმდენად მოგვეწონა, რომ მთლიანად შევცვალეთ წყობაც, ჟანრიც და ხასიათიც. ამ ტრეკმა თითქოს თვითონ აირჩია მიმართულება და ჩვენ უბრალოდ მივყევით.”

დაახლოებით ერთი წლის წინ სალომე თათარაშვილმა სადებიუტო EP, სახელწოდებით Sparkles გამოსცა. ამჟამად კი პირველ სრულმეტრაჟიან ალბომზე მუშაობს. მუსიკოსის თქმით, ალბომი ჟანრობრივად საკმაოდ მრავალფეროვანია და ეს მისთვის სრულიად ახალი შემოქმედებითი ეტაპია.

სალომე თათარაშვილი
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

SALLO (სალომე თათარაშვილი) ამჟამად 23 წლისაა. საავტორო მუსიკალური კარიერა არტისტმა 2018 წელს დაიწყო, პირველი ტრეკი კი 2021 წელს გამოუშვა. მისი ნამუშევრები ყველაზე ახლოს სოულისა და R&B ჟანრებთან დგას. მისი შემოქმედებითი კარიერა თეატრსაც მოიცავს. როგორც თავად ამბობს, თეატრალურ სცენაზე თავისი ადგილი მიუზიკლებში იპოვა.

„მუსიკა ჩემთვის უპირველესია. დღესაც ჩემი მთავარი მიზნები სწორედ მას უკავშირდება. ქართველი მსმენელი ჯერ კარგად არ მიცნობს, თუმცა ვიმედოვნებ, მალე მივაწვდენ ჩემს ხმას,” – ამბობს სალომე თათარაშვილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკ კეივს პრესტიჟული ფრანგული ჯილდო გადაეცა

შემდეგი სტატია

მაილი საირუსის თქმით, „ჰანა მონტანას” 20 წლის იუბილეზე განსაკუთრებული რამ აქვს დაგეგმილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაილი საირუსი 2026 წლის 26 მარტს დოლბი თეატრში, iHeartRadio Music-ის დაჯილდოებაზე Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ მუსიკას და შესაძლოა სასცენო სახელის ცვლილებასაც აანონსებს?

ვარსკვლავმა, როგორც ჩანს, სასცენო სახელიდან Cyrus ამოიღო. შესაძლოა, მაილი საირუსი იმიჯის ცვლილებისთვის ემზადება
მეტი

DillaNext-მა ორი ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

DillaNext ზურა ჯიშკარიანის მიმდინარე მუსიკალური პროექტი და ალტერ ეგოა, რომელიც არტისტის შემოქმედებითი ძიებების ახალ ეტაპს ასახავს.
მეტი

თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოტანილია – დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

1996 წელს ლას-ვეგასში მომხდარი ტრაგიკული სროლიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა.
მეტი

ტენესის გუბერნატორი ნეშვილის აეროპორტისთვის დოლი პარტონის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის

ამ ინიციატივის შესახებ ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი.
მეტი
Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

Prince-ის ქონების მმართველმა ფონდმა მომღერლის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი – TIMELESS გამოსცა

იშვიათი და მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერების კოლექცია 1977-დან 2016 წლამდე პერიოდშია ჩაწერილი.
მეტი

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

სვიფტის 50 000-დოლარიანი შემოწირულობა ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონაციაა კამპანიაში.
მეტი