Tyler, the Creator ტიმოთი შალამესთან ერთად ახალ ფილმში მონაწილეობს – ნახეთ Marty Supreme-ის პირველი ტრეილერი

ფილმი A24-ის პროდუქციაა და მისი პრემიერა ამერიკის კინოთეატრებში შობას, 2025 წლის 25 დეკემბერს შედგება.
Tyler, the Creator
Marty Supreme

Tyler, the Creator პირველად გამოჩნდება სრულმეტრაჟიან ფილმში – Marty Supreme, რომლის რეჟისორიც ჯოშ საფდიაა. ფილმი A24-ის პროდუქციაა და მისი პირველი ტრეილერი 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.

კინოსურათში მთავარ როლებს ტიმოთი შალამე და გვინეტ პელტროუ ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს მარტი მაუზერზე (შალამე). ის  პინგ-პონგის დამწყები მოთამაშეა, რომელიც დიდებისკენ მიისწრაფვის მიუხედავად იმისა, რომ მისი სპორტული წარმატების თითქმის არავის სჯერა. მოქმედება 1950-იან წლებში ვითარდება. მაუზერი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ოცნება რეალობად აქციოს.

ტრეილერში Tyler, the Creator რამდენიმე მოკლე სცენაში ჩნდება: ერთ ეპიზოდში ის მართავს მანქანას, რომლითაც შალამეს პერსონაჟიც მგზავრობს და დიდი გამარჯვების შემდეგ მოგებულ ფულს ითვლის. 

Marty Supreme ჯოშ საფდიას პირველი სარეჟისორო ნამუშევარია 2019 წლის ფილმის, Uncut Gems-ის შემდეგ. Marty Supreme-ისათვის მან მრავალფეროვანი სამსახიობო შემადგენლობა შეკრიბა, მათ შორის არიან Tyler, the Creator, Shark Tank-ის კევინ ო‘ლირი, ფრენ დრეშერი, ილუზიონისტი პენ ჯილეტი, აბელ ფერარა და ოდესა აზიონი.

გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, ფილმის სიუჟეტი პროფესიონალი პინგ-პონგის მოთამაშის, მარტი რაისმენის ისტორიას ეყრდნობა.

Marty Supreme-ის პრემიერა ამერიკის კინოთეატრებში შობას, 2025 წლის 25 დეკემბერს შედგება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტის თქმით, Life of a Showgirl ზუსტად 12 სიმღერას მოიცავს

შემდეგი სტატია

Radiohead “Hail to the Thief Live Recordings 2003-2009-ის” ციფრულ ვერსიას გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი