ლეიბლ Death Row Records-ის დამფუძნებლის თქმით, დრეიკის ახალი გულსაკიდი ყალბია და ის 2Pac-ს არ ეკუთვნოდა

Suge Knight-მა დრეიკს მოუწოდა, პასუხი მოეთხოვა იმ იუველირისთვის, რომელმაც, როგორც ჩანს, მოატყუა. „ეს თუფაქის გულსაკიდი არ არის. ეს Death Row-ს მედალიონი არ არის,” – განაცხადა Suge Knight-მა.
Death Row Records-ის დამფუძნებელი, Suge Knight 2007 წლის BET Awards-ის წვეულებაზე. 2007 წლის 26 ივნისი. ჰოლივუდი, კალიფორნია.
ALBERTO E. RODRIGUEZ/GETTY IMAGES

მუსიკოსი და პროდიუსერი, Death Row Records-ის დამფუძნებელი Suge Knight  მიიჩნევს, რომ დრეიკი Death Row Records-ის ყალბ გულსაკიდს ატარებს და ამ ნივთის მფლობელი თუფაქი არასდროს ყოფილა. 

კვირის დასაწყისში პოდკასტი The Art of Dialogue ნაითს დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად კალიფორნიის ციხეში 28-წლიან სასჯელს იხდის. Death Row-ს დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ლეიბლის ძეწკვის შექმნის იდეა მას ეკუთვნის და პირველი ეგზემპლარი სნუპ დოგს გადასცა. 

„ჩემამდე Death Row-ს გულსაკიდის გაკეთება არავის უფიქრია,” – განმარტა ნაითმა. მისი თქმით, ეს არტისტისთვის ისეთივე ნივთი იყო, როგორიც საკუთარი დროშა ან სიმბოლური ნიშანი.

1995 წელს, როცა ნაითმა თუფაქი ციხიდან გირაოთი გამოიყვანა,  დაჰპირდა, რომ საკუთარი Death Row Records-ის მედალიონი ექნებოდა. თუმცა 2Pac-მა მოისურვა არა ახალი, არამედ ის, რომელიც თავად Suge-ს ეკეთა.

„მითხრა: შენ ჩემი დიდი ძმა ხარ. შენი გულსაკიდი მინდა, ეს უფრო მნიშვნელოვანია. ახალი არ მინდა, მინდა ის, რაც შენ გიკეთია,“ – გაიხსენა ნაითმა.

შემდეგ Suge-მა დრეიკი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ყალბ მედალიონს ატარებს და მოუწოდა მას, პასუხი მოეთხოვა იმ იუველირისთვის, რომელმაც, როგორც ჩანს, მოატყუა. „ეს თუფაქის გულსაკიდი არ არის. ეს Death Row-ს მედალიონი არ არის,” – განაცხადა Suge Knight-მა. 

დრეიკმა 24 აგვისტოს ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც, სავარაუდოდ, 2Pac-ის 1996 წლის Death Row Records-ის ძეწკვია გამოსახული. ლეიბლის ლოგო ძვირფასი თვლებით არის მოჭედილი, ხოლო ოქროს მედალიონის უკანა მხარეს აწერია: „All Eyez on YOU 1996.“ დრეიკის პოსტს თან ერთვოდა All Eyez On Me-ს ყდის ფოტო, სადაც თუფაქი ასეთივე გულსაკიდს ატარებს.

გარდა ამისა, 2023 წელს დრეიკმა გაამხილა, რომ ფლობდა ძვირფას სამკაულს – გვირგვინის ფორმის ბეჭედს, რომელიც 2Pac-ს ეკუთვნოდა. სოთბის აუქციონმა დაადასტურა, რომ დრეიკმა ეს სამკაული 1.1 მილიონ დოლარად შეიძინა. აღნიშნული ბეჭედი თუფაქს მისი ცხოვრების უკანასკნელი საჯარო გამოჩენისას – 1996 წლის MTV Video Music Awards-ზე ეკეთა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არიანა გრანდე ოსკარის 96-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2024 წლის 10 მარტი, ჰოლივუდი. ფოტო არტურო ჰოლმსი/Getty Images

არიანა გრანდე ახალ ვიდეოში საიდუმლოებით მოცულ მინიშნებებს აკეთებს: „შევხვდებით მომავალ წელს“ – ამბობს არტისტი

შემდეგი სტატია

Radiohead 28 წლის წინ გამოშვებული სიმღერით Billboard-ის Hot 100-ის ჩარტში ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი