წინანდლის ფესტივალი: 11 სექტემბრის პროგრამა

მერვე საფესტივალო დღეს წინანდლის მამული სამ კონცერტს უმასპინძლებს.

11 სექტემბერს წინანდლის ფესტივალი სამ კონცერტს უმასპინძლებს. საფესტივალო დღე 12:00 საათზე დაიწყება კონცერტით, სადაც მსმენელის წინაშე ჩელისტი ჯინგ ჟაო და პიანისტი ჟულიენ კანტანი წარდგებიან. მუსიკოსები დებიუსის, მენდელსონისა და შოსტაკოვიჩის ნაწარმოებებს შეასრულებენ. კონცერტი წინანდლის მამულის კამერულ დარბაზში გაიმართება.

ჯინგ ჟაო დაუკრავს საღამოს ღონისძიებაზეც, რომელიც 19:00 საათზე ასევე კამერულ დარბაზში შედგება. ამჯერად ჩინელი ჩელისტი სცენაზე იერუსალიმის კვარტეტთან ერთად წარდგება.

იერუსალიმის სიმებიანი კვარტეტი მუსიკოსების გაერთიანებაა ისრაელიდან, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ალექსანდერ პავლოვსკი – პირველი ვიოლინო, სერგეი ბრესლერი – მეორე ვიოლინო, ორი კამი – ვიოლა, კირილ ზლოტკინოვი – ჩელო. 

იერუსალიმის კვარტეტი მსოფლიოს უდიდესი საკონცერტო სცენების რეგულარული სტუმარია. მათი ბოლო გამოსვლები მოიცავს ლონდონის ვიგმორის დარბაზს, შვეიცარიის Crans Montana-სა და იერუსალიმის მუსიკის აკადემიას.

„ვნება, სიზუსტე, სითბო, ოქროს სინთეზი – ეს ამ შესანიშნავი სიმებიანი კვარტეტის სავიზიტო ბარათია,” – ასე აფასებს ინგლისური Times იერუსალიმის კვარტეტს.

ჯგუფი 1993 წელს დაარსდა, მათი დებიუტი კი 1996 წელს შედგა. მას შემდეგ ოთხი მუსიკოსის გაერთიანებამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა. კვარტეტის ჩანაწერებს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორისაა წოდება „ოქროს დიაპაზონი” და „ბიბისის” მუსიკალური ჟურნალის ჯილდო კამერული მუსიკისთვის. წელს იერუსალიმის კვარტეტს 30 წელი შეუსრულდა. 

11 სექტემბრის საფესტივალო დღეს კი სამი თაობის ქართველი მომღერლების კონცერტი დაასრულებს. მსმენელის წინაშე წარდგებიან ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე, რომლებიც ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი რეპერტუარით სტუმრებს დასამახსოვრებელ კონცერტს შესთავაზებენ. მომღერლებს საფორტეპიანო აკომპანემენტს ნინო გულიაშვილი გაუწევს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფესტივალი „თბილისი რიტმი”  რიშარ გალიანოს კონცერტით დასრულდა

შემდეგი სტატია

yinav (lyric video dedicated to Tbilisi psychogeography) / DillaNext, Bobby Kensei

ზურა ჯიშკარიანის (DillaNext) და Bobby Kensei-ს ახალი სიმღერა Yinav

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი