Bad Bunny აშშ-ში კონცერტებს არ გამართავს და ამის მიზეზი სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის რეიდებით გამოწვეული შიშია

პუერტო-რიკოელი არტისტი ნოემბერში ოფიციალურად იწყებს Debí Tirar Más Fotos-ის სახელით დაანონსებულ მსოფლიო ტურნეს.
Bad Bunny - 2025 წლის 11 ივლისი, კევინ მაზური/Getty Images
Bad Bunny – 2025 წლის 11 ივლისი,
კევინ მაზური/Getty Images

Bad Bunny თავის 30-დღიან ტურს – No Me Quiero Ir de Aquí-ს წარმატებით ატარებს. ტური პუერტო-რიკოში 11 ივლისს დაიწყო და უამრავი მსმენელი მიიზიდა. ამ შოუებით კუნძული ზაფხულის ერთ-ერთ ცხელ მიმართულებად იქცა, რაც ტურიზმისა და ეკონომიკის ზრდაში დიდ როლს ასრულებს.

კონცერტების სერიის დასრულების შემდეგ, პუერტო-რიკოელი არტისტი ნოემბერში ოფიციალურად იწყებს Debí Tirar Más Fotos-ის სახელით დაანონსებულ მსოფლიო ტურნეს. არტისტი ლათინურ ამერიკას, ევროპასა და აზიას ეწვევა. ტურნე 2025 წლის შემოდგომიდან 2026 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება.

როგორც აღმოჩნდა, Bad Bunny ჩრდილოეთ ამერიკას არ ეწვევა და აშშ-ში შოუებს არ ჩაატარებს. ამის მიზეზი არტისტმა i-D-სთან თავის ბოლო ინტერვიუში განმარტა.

„არსებობს ბევრი მიზეზი, რატომაც არ გადავინაცვლებ აშშ-ში. მიზეზები არ უკავშირდება სიძულვილს – ძალიან ბევრჯერ გამოვსულვარ შეერთებულ შტატებში და ყველა შოუ წარმატებული იყო, ყველა ძალიან გაერთო. მიყვარს იქ მცხოვრებ ლათინო-ამერიკელებთან კონტაქტი. ლათინო-ამერიკელები და აშშ-ში მცხოვრები პუერტო-რიკოელები თავისუფლად შეძლებდნენ შოუს სანახავად მოსვლას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ შოუს გარეთ შესაძლოა ICE (სახელმწიფო მიგრაციის სამსახური) ყოფილიყო, რაც ფანებისთვის პრობლემურ სიტუაციას შექმნიდა. სწორედ ეს საკითხი გვაწუხებს.”


წლის დასაწყისში Bad Bunny შეუერთდა იმ არტისტების ნაკადს, რომლებიც კრიტიკით გამოეხმაურნენ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ ICE-ის რეიდებს.

Debí Tirar Más Fotos-ის ტური, რომელიც Live Nation-ის მიერ არის ორგანიზებული, ამ წელს მეხიკოში დასრულდება და იანვარში კოლუმბიაში განახლდება. ტური ასევე იქნება პირველი შემთხვევა, როცა Bad Bunny ავსტრალიაში, ბრაზილიასა და იაპონიაში გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Offset ყოფილ ცოლს, Cardi B-ის ახალი ალბომის გამოცემის წინ მხარდაჭერას უცხადებს: „არავითარი დრამა, ყველას გამარჯვება გვჭირდება”

შემდეგი სტატია

ედ შირანი, 2025 წლის 23 ივნისი, ინგლისი. ფოტო: კარვაი თანგი / WireImage

ედ შირანი ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლას არ აპირებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
Madonna Rafael Pavarotti

Madonna-მ WorldPride Amsterdam-ის სცენაზე კაილი მინოუგი მისი სიმღერის, Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია

პოპმუსიკის ლეგენდები სცენაზე ერთად 2024 წელსაც გამოჩნდნენ - Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი