ჯასტინ ბიბერი და საბრინა კარპენტერი ჰედლაინერებად – 2026 წლის Coachella-ს ლაინაფი ცნობილია

ფესტივალი 10–12 და 17–19 აპრილს კალიფორნიაში, Empire Polo Club-ში გაიმართება.
ჯასტინ ბიბერი – FIRST PLACE
ფოტო არქივიდან

Coachella 2026-ის ლაინაფი ცნობილია. ჯასტინ ბიბერი, საბრინა კარპენტერი და Karol G მომდევნო წლის Coachella Valley Music and Arts Festival-ის ჰედლაინერები იქნებიან. ფესტივალი 10–12 და 17–19 აპრილს კალიფორნიაში, Empire Polo Club-ში გაიმართება.

სამივე არტისტი ამჟამად თავის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესოა. ბიბერი სცენაზე მოულოდნელად დაბრუნდა ალბომით Swag, რომელიც ივლისში Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილზე მოხვდა, ხოლო ჩანაწერის 16 სიმღერა Billboard Hot 100-ში შევიდა. კარპენტერმა ამ თვის დასაწყისში ჩარტის დომინანტი პოზიცია დაიკავა ახალი ალბომით – Man’s Best Friend, რაც მისი მეორე №1 ალბომია, წარმატებული Short n’ Sweet-ის შემდეგ, რომელიც 2024 წელს გამოვიდა. Karol G კი გასულ წელს პირველი ლათინოამერიკელი ქალი გახდა, რომელმაც Billboard Women In Music-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე წლის ქალი არტისტის ჯილდო მიიღო.

ფესტივალის ლაინაფის საინტერესო ნაწილია Anyma-ს მონაწილეობა. ის იტალიელ-ამერიკელი ტექნო პროდიუსერია, რომელმაც თავისი გამოსვლებით Sphere-ში აუდიტორია აღაფრთოვანა. ფესტივალზე არტისტი თავისი პროექტის – Anyma presents Æden-ის მსოფლიო პრემიერას წარმოგვიდგენს.

პოსტერის ბოლოში ნაჩვენებია საინტერესო კომენტარი: “The Bunker Debut Of RADIOHEAD KID A MNESIA.” 2021 წელს Radiohead-მა Kid A Mnesia სახელით, კომპილაციის სახით ხელახლა გამოუშვა 2000 წლის ალბომი Kid A და 2001 წლის Amnesiac. ასე რომ, სავარაუდოდ, ფანები კლასიკური ალბომების მოსმენას სწორედ Amnesiac-ის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ პერიოდში შეძლებენ.

ფესტივალის პროგრამა კვლავ მოიცავს მრავალფეროვან ჟანრებს, რათა ყველა გემოვნების მსმენელისთვის Coachella დასამახსოვრებელი გამოცდილება იყოს.

ფესტივალის პირველი დღე დაეთმობა არტისტებს, როგორებიც არიან: The XX, Disclosure, Teddy Swims და Devo. მეორე დღეს სცენაზე გამოვლენ The Strokes, GIVĒON, ადისონ რეი, Labrinth, David Byrne და სხვები. მესამე დღეს გამოვლენ Young Thug, Kaskade, BIGBANG და მრავალი სხვა.

Coachella-ს აბონემენტების გაყიდვა 19 სექტემბერს დაიწყება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კოტე ლიპარტელიანის ახალი პროექტი - „გზა“ (277, 403) - ფოტო: რეზა ჯავიდი

„გზა“ (277, 403) –  „ITI Georgia“-სა და სოხუმის თეატრის ახალი პროექტი

შემდეგი სტატია

Mariah Carey Courtesy Photo

მერაია კერი 2025 წელს ლას-ვეგასში სპეციალურ საშობაო შოუებს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი