wayward.atom-ის  Ep სახელწოდებით – NAMI

„ჩემი ცხოვრების ბოლო ერთი წლის ემოციური ფონი ძალიან კარგად აისახა ამ EP-ში. საკმაოდ ტრანსფორმაციული იყო 2025 წელი ჩემთვის და მუსიკაზეც უშუალო გავლენა მოახდინა – მეტად მშვიდი და კონკრეტული გახადა.” – ნიკა გოგიაშვილი
wayward.atom-ის Ep სახელწოდებით - NAMI
wayward.atom-ის Ep სახელწოდებით – NAMI

მუსიკოსმა ნიკა გოგიაშვილმა მისი პროექტის, wayward.atom-ის ფარგლებში სადებიუტო EP, სახელწოდებით  NAMI გამოსცა. მუსიკალური რელიზი სამ კომპოზიციას აერთიანებს: Donor, Where is She და NAMI.   აღსანიშნავია, რომ მუსიკოსს გამოცემული აქვს ასევე ალბომი True Bypass, რომელიც უფრო  ექსპერიმენტული და სპონტანური ხასიათის ნამუშევარია, NAMI კი გაცილებით კონცეპტუალურია. EP-ში არტისტი ემოციურ სიღრმეებს იკვლევს, სადაც  მუსიკა მისი შემოქმედებითი სამყაროს გამომხატველია. 

მუსიკოსი ნიკა გოგიაშვილი – wayward.atom

„ეს Ep ჩემი პირველი ნამუშევარია, სადაც ზუსტად ისეთი ჟღერადობა, ხასიათი და ატმოსფერო მივიღე, როგორიც შინაგანად მესმოდა. ეს ძალიან მახარებს და ჩემს მუსიკალურ ზრდაზეც მიუთითებს. წინა ალბომის, True Bypass-ისგან  ხასიათით საკმაოდ განსხვავებულია. უფრო  მეტი ვიფიქრე და  ვიმუშვე საუნდ დიზაინზე და ატმოსფეროს შექმნაზე, რაც მთლიან Ep-ის უფრო კონცეპტუალურად კრავს და აერთიანებს. რაც შეეხება ინსპირაციას, ჩემი ცხოვრების ბოლო ერთი წლის  ემოციური ფონი ძალიან კარგად აისახა ამ EP-ში. საკმაოდ ტრანსფორმაციული იყო 2025 წელი ჩემთვის და მუსიკაზეც უშუალო გავლენა მოახდინა – მეტად მშვიდი და კონკრეტული გახადა. ეს EP ნაკლებად იდგა სპონტანურ  ექსპერიმენტებზე. უმეტესწილად, რაც შინაგნად მესმოდა, ვცდილობდი, ის ხასიათი და ჟღერადობა მაქსიმალურად უცვლელად გადმომეტანა, რაც საკმაო სიზუსტით გამომივიდა.”

EP-ის გამოცემასთან ერთად ასევე შეიქმნა ვიზუალური ესთეტიკის მქონე მუსიკალური კლიპი ერთ-ერთი ტრეკისთვის Donor.  რეჟისურა და მონტაჟი მიშელ ოსანაძეს ეკუთვნის, მასალა კი თავად მუსიკოსის მიერ გადაღებული ყოველდღიური კადრების ერთგვარი კოლაჟია. 

„ბოლო ერთი წელი სულ კამერით დავდიოდი და კადრებს ვიღებდი, შემდეგ ეს მასალა  გადავარჩიეთ და ჩემმა მეგობარმა, მიშელმა დაამონტაჟა.  მე ნაკლებად მომწონს შინაარსობრივი კუთხით შექმნილი კლიპები და ესეც ამ იდეით გავაკეთეთ. უმეტესწილად, სულ ფაქტურებზე და კადრის ტექსტურაზეა ორიენტირებული მთელი ვიდეო,  რაც პირდაპირ ასახავს მუსიკაში  არსებულ  ატმოსფეროს.”

NAMI wayward.atom-ის შემოქმედებით გზაზე ახალი ეტაპია, მისი სუფთა ჟღერადობა და კომპოზიციური ერთიანობა არტისტის ახალი პროექტის მთავარ ღერძს წარმოადგენს. 

მოისმინეთ ნიკა გოგიაშვილის ახალი EP – NAMI:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯიმი კიმელი ABC-ის ეთერში დაბრუნდა – წამყვანმა მონოლოგში შოუს შეჩერებასა და ჩარლი კირკზე გაკეთებულ კომენტარებზე ისაუბრა

შემდეგი სტატია

რიანა და A$AP Rocky ანიმაციური ფილმის Smurfs-ის პრემიერაზე, ბრიუსელში. 2025 წლის 28 ივნისი. / ARNOLD JEROCKI/GETTY IMAGES

რიანას და A$AP Rocky-ს მესამე შვილი შეეძინათ

შეიძლება დაგაინტერესოთ

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი
ბრაიან ადამსი / 2022 წლის 24 სექტემბერს ტორონტოში, ონტარიო (Photo by Jeremy Chan/Getty Images) Getty Images

ბრაიან ადამსის (Everything I Do) I Do It for You-ს მუსიკალურმა ვიდეომ Youtube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორი უკვე მეორედ მოხვდა YouTube-ის “მილიარდ ნახვათა კლუბში”.
მეტი