Mechanical Rainbow-მ კონცერტი დაანონსების გარეშე გამართა

Mechanical Rainbow-მ კონცერტი დაანონსების გარეშე გამართა
Mechanical Rainbow

ჯგუფმა Mechanical Rainbow-მ Paper Box Bar-ში წინასწარი ანონსის გარეშე კონცერტი გამართა, რომელზეც დასწრება უფასო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება ძალიან სწრაფად დაიგეგმა, საღამოს ბევრი მსმენელი შეიკრიბა.

დადუ დონაძე, Mechanical Rainbow: 

„თავდაპირველად უნდა დაგვეკრა კუს ტბაზე, კლუბ Agora-ში. ვიცოდით, რომ ძალიან ბევრი მსმენელი აპირებდა მოსვლას, თუმცა ორგანიზატორების მხრიდან შეთანხმებული პირობების შეუსრულებლობისა და არასათანადო დამოკიდებულების გამო ივენთის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე იძულებული გავხდით, უარი გვეთქვა. რა თქმა უნდა, ამ დროს ვფიქრობდით ჩვენს მსმენელზე, რომელიც სწორედ ჩვენ გამო ამოვიდა კუს ტბაზე. ამიტომ ძალიან სპონტანურად გადავწყვიტეთ Paper Box Bar-ში დაკვრა, სადაც შემოსვლა უფასო იყო და ყველას შეეძლო დასწრება. იმ დღეს ბარი საერთოდ დაკეტილი იყო და ჩვენ გამო გააღეს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. კუს ტბის კონცერტის ორგანიზატორებმა ჩვენ ნაცვლად დაკვრა ჯგუფ Tape Visitors-ს შესთავაზეს, რომლებმაც უარი განაცხადეს და საბოლოოდ ჩვენთან ერთად დაუკრეს – ეს მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი სოლიდარული ნაბიჯი იყო.”

Mechanical Rainbow

როგორც ბენდის წევრები ამბობენ, მოკლე დროში მსმენელთან კომუნიკაცია ყოველთვის რთულია, თუმცა ერთგული აუდიტორიის ჩართულობით Paper Box Bar-ის სივრცე მალევე შეივსო.

„ძალიან გაგვიხარდა, რომ მიუხედავად დროის სიმცირისა, ამდენი მსმენელი მოვიდა ლაივზე. რაც შეეხება გაუქმებულ თავდაპირველ კონცერტს – ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა არტისტმა მკაცრად მოითხოვოს ორგანიზატორებისგან პირობების შესრულება და სათანადო დაფასება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემთხვევა მაგალითი იქნება როგორც ორგანიზატორებისთვის, ასევე სხვა არტისტებისთვისაც,” – ამბობს ჯგუფის წევრი ნინი ბენდიანიშვილი. 

ამჟამად Mechanical Rainbow ახალ სიმღერებზე მუშაობს, რომლებსაც მსმენელს რამდენიმე თვეში წარუდგენს. რელიზებთან ერთად ჯგუფი უახლოეს მომავალში კონცერტების ჩატარებასაც გეგმავს.

Mechanical Rainbow 2018 წელს ჩამოყალიბდა და მალევე იქცა ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ ბენდად. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სიმღერებმა – HOPE და Sevdanarevi.  2024 წელს Mechanical Rainbow-მ Kordz-თან და სტეფანესთან ერთად წარმოადგინა კომპოზიცია „სდექ“, რომელიც 2024 წლის ზაფხულის ჰიტად იქცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Vie – Doja Cat-მა ახალი ალბომი გამოსცა

შემდეგი სტატია

Bad Bunny 2026 წლის Super Bowl Halftime Show-ს ჰედლაინერი იქნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი