მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალის მესამე კონცერტი 15 დეკემბერს გაიმართება

ვოკალური მუსიკის საღამოზე – „ესპანური რიტმები” მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, ოპერის ორკესტრი და მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი წარდგებიან.
მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი
მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“  გრძელდება. მესამე კონცერტი 15 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება, სადაც მსმენელის წინაშე მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე წარდგება, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს კი მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი უხელმძღვანელებს.

საღამოზე სხვადასხვა ოპერიდან ცნობილი არიები შესრულდება. 

ქართველ ვოკალისტთა ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა, მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძემ მუსიკალური განათლება მილანის ლა სკალას აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფ. გ. კარიაულის კლასი) მიიღო, სადაც 2023 წელს სამუსიკო ხელოვნების დოქტორის წოდება მიენიჭა. ქეთევან ქემოკლიძე აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებთან, აქვს საკონცერტო გამოსვლები, მონაწილეობს პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებში. მეცო-სოპრანომ გამარჯვება მოიპოვა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე, მათ შორისაა: პლასიდო დომინგოს „ოპერალია”, ტულუზას, ბარსელონას, ბელვედერის, ე. ობრაზცოვას და საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსები. მისი დისკოგრაფია კი მოიცავს: როსინის „სევილიელ დალაქს”, გუნოს “რომეო და ჯულიეტას”, „ფაუსტს“, ვერდის „ოტელოს”, ბერლინის ოპერნ-გალას, მასნეს „ტაისის”, შტრაუსის „სალომეს”, მენდელსონის „ზაფხულის ღამის სიზმარს”.

ქეთევან ქემოკლიძეს უდიდესი წარმატებით აქვს შესრულებული ადრიანა ფერარეზეს (დონა ელვირას) როლი ლეგენდარული ესპანელი

რეჟისორის, კარლოს საურას ფილმში „მე, დონ ჯოვანი“.

მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი დირიჟორია. ამასთან იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და საოპერო მომზადების მიმართულების ხელმძღვანელია. 1985–2004 წლებში დირიჟორობდა საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრს და პარალელურად ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში, სადაც 1991 წლიდან ასოცირებული პროფესორია. მაესტროს მრავალრიცხოვან რეპერტუარში შედის ოპერები: „აიდა”, „ტრუბადური”, „ჯამბაზები”, „სამსონი და დალილა”, „სოფლის ღირსება” და მრავალი სხვა. მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილს შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ თუ უცხოელ შემსრულებლებთან, რომელთა შორის არიან: პაატა ბურჭულაძე, ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, ელენა ობრაზცოვა, ბადრი მაისურაძე, ლადო ათანელი, თამარ ივერი, ალესანდრა მარკი, ქრისტიან იოჰანსონი, ანდრეა როსტი, სამუელ ესტესი, მარინე იაშვილი, ელისო ვირსალაძე, ფერუჩო ფურლანეტო, დოლორა ზაჯიკი, ამბროჯო მაესტრი, მარკო ბერტი, მარსელო ალვარესი, დმიტრი ხვოროსტოვსკი და სხვა.

შეგახსენებთ მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი – „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ 2 დეკემბერს დაიწყო და 23 დეკემბერს დასრულდება. ფესტივალის ფარგლებში საკონცერტო დარბაზის ფოიეში წარმოდგენილი იქნება ფერმწერ უშანგი ხუმარაშვილის ნამუშევრები.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან:  საქართველოს კულტურის სამინისტრო,  ესპანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში, იტალიის საელჩო საქართველოში, სილქ ჰოსფითალითი. მედია პარტნიორები კი: საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო “ფორტუნა”, რადიო “პალიტრა”, ამბები.ჯი, “Billboard საქართველო”  და yolo.ge.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

SZA-ს თქმით, თეთრი სახლი არტისტებს საკუთარი ქმედებების პიარისთვის განზრახ აღიზიანებს

შემდეგი სტატია

Antiheroine – კორტნი ლავის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი
Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი
ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი