ზურა ჯიშკარიანი მუსიკალური პროექტის – Subtropic Palimpsest Sessions-ის ფარგლებში ვიდეოს აქვეყნებს

ვიდეო თეთრიხევის ჰიდროელექტროსადგურის დასახლებაშია გადაღებული.
DillaNext
Subtropic Palimpsest Sessions

ზურა ჯიშკარიანმა, ფსევდონიმით Dillanext, ახალი მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც პროექტის – Subtropic Palimpsest Sessions-ის ნაწილია. სესიების ფარგლებში ჩაწერილი ვიზუალური მასალა ქალაქის სხვადასხვა ლოკაციას მოიცავს. აღნიშნული ვიდეო კი თეთრიხევის ჰიდროელექტროსადგურის დასახლებაშია გადაღებული.

„Subtropic Palimpsest Sessions გაგრძელდება ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. შეიძლება შემთხვევითაც გადავიკვეთოთ. ცოცხალი აკუსტიკური მუსიკა + თბილისის ფსიქოგეოგრაფია,“ – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.

ზურა ჯიშკარიანი მწერალი, მუსიკოსი და მულტიმედია არტისტია, რომელიც მუსიკალურ სცენაზე ასევე ცნობილია ფსევდონიმით DillaNext. ქართველი მსმენელი მას არაერთი პროექტიდან იცნობს, მათ შორის არის Kung-Fu Junkie, რომელიც 2007 წელს ჩამოყალიბდა და ათი წლის განმავლობაში ქმნიდა ჟღერადობას, სადაც ერთმანეთს პანკი, ელექტრონული მუსიკა და ექსპერიმენტული პოეზია ერწყმოდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

J. Cole David Peters

J. Cole ახალი ალბომის – The Fall-Of-ის გამოსვლის თარიღს აანონსებს

შემდეგი სტატია

WITH ALL MY BREATH AND ALL MY BLOOD – გიორგი გიგაშვილი ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი