MAMAFLEX-ის ლაივი და ახალი ალბომის პრეზენტაცია კლუბში Mtkvarze

7 მარტს კლუბი Mtkvarze ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის, MAMAFLEX-ის ლაივს უმასპინძლებს. არტისტი მსმენელის წინაშე ახალი პროექტით და თავისი ბოლო რელიზით Retired Crashout წარდგება.

MAMAFLEX ქართულ მუსიკალურ სივრცეში 2018 წელს გამოჩნდა და მალევე იქცა ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფიგურად. მისი შემოქმედება ექსპერიმენტული ტრეფისა და კლასიკური ჰიპ-ჰოპის ესთეტიკას ეფუძნება. ანონიმური არტისტი ლაივ გამოსვლებზე და ვიდეოკლიპებში ნიღბით ჩნდება, რაც პროექტს დამატებით სიმბოლურ და ვიზუალურ განზომილებას სძენს.

ქართულ სცენაზე იშვიათია შემთხვევა, როდესაც არტისტის თითქმის ყველა ტრეკი ჰიტად იქცევა. MAMAFLEX-ის სიმღერები სტრიმინგ პლატფორმების გარდა ასევე აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელებშიც, განსაკუთრებით TikTok-ზე, სადაც მისი კომპოზიციები არაერთხელ იქცა ტრენდად.

7 მარტის ივენთი Mtkvarze ახალი პროექტის პრეზენტაციას, MAMAFLEX-ის ენერგიულ პერფორმანსს და მრავალჟანრულ DJ სეტებს აერთიანებს. როგორც ლაივამდე, ისე ლაივის შემდეგ, კლუბის ორივე სცენა დაეთმობა ლოკალური ელექტრონული და ჰიპ-ჰოპ სცენის წარმომადგენლებს: M05, Neon Warrior, Ottonian, GWÄN და Kath J.

დეტალური ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

შემდეგი სტატია

„მგზავრებისა“ და TAHA-ს პირველი კოლაბორაცია  – „სახლი”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Madonna Rafael Pavarotti

Madonna-მ WorldPride Amsterdam-ის სცენაზე კაილი მინოუგი მისი სიმღერის, Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია

პოპმუსიკის ლეგენდები სცენაზე ერთად 2024 წელსაც გამოჩნდნენ - Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე
მეტი

როგორ შეიქმნა JAY-Z-ის შოუები იანკის სტადიონზე – ინტერვიუ არტისტის გუნდის სამ მთავარ წევრთან

YOUNG GURU, ომარ ედვარდსი და ადამ ბლექსტოუნი ყვებიან, თუ როგორ მომზადდა Jay-Z-ის ისტორიული სამდღიანი სერია იანკის სტადიონზე.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი