სასამართლო შეთანხმების შემდეგ ჯასტინ ტიმბერლეიკის დაკავების კადრები გამოქვეყნდა 

მუსიკოსმა პოლიციასთან იურიდიულ შეთანხმებას 20 მარტს მიაღწია.
ჯასტინ ტიმბერლეიკი
KEVIN MAZUR/GETTY IMAGES

გამოქვეყნდა ჯასტინ ტიმბერლეიკის დაკავების კადრები, როცა პოლიციამ ის 2024 წელს სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის გააჩერა. 

20 მარტს სეგ ჰარბორის პოლიციამ დამუშავებული ვიდეომასალა გადასცა იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც საჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნა დააფიქსირეს. 45 წლის მომღერალმა თავდაპირველად ვიდეოს გამოქვეყნება გაასაჩივრა, თუმცა საბოლოოდ, სასამართლო შეთანხმების ფარგლებში, თანხმობა განაცხადა.

ტიმბერლეიკი 2024 წლის ივნისში სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვის ეჭვის საფუძველზე დააკავეს. საბოლოოდ მან დანაშაული შედარებით მსუბუქი კვალიფიკაციით აღიარა, რის შედეგადაც 25 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიესაჯა. პოპვარსკვლავმა ასევე ჩაწერა საჯარო განცხადება, სადაც საუბრობდა ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის საფრთხეებზე. „ერთი ჭიქაც რომ გქონდეთ მიღებული, საჭესთან ნუ დასხდებით,” – მოუწოდებდა მომღერალი საზოგადოებას. 

TMZ-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოპვარსკვლავი ვერ გადის სიფხიზლის ტესტებს მას შემდეგ, რაც პოლიციამ მისი BMW-ს მარკის ავტომობილი გზის პირას გააჩერა. 

„ბიჭებო, მე უბრალოდ ჩემს მეგობრებს მივყვები ჩემს სახლში,” – ისმის ტიმბერლეიკის ნელი საუბარი. „არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ჩემს მეგობრებს მივყვები სახლში.”

ამის შემდეგ ოფიცრები მომღერალს სთხოვენ, სწორ ხაზზე ცხრა ნაბიჯი გადადგას. „უკაცრავად, ცოტა ვნერვიულობ,” – ამბობს მუსიკოსი და იმაზე მეტ ნაბიჯს დგამს, ვიდრე დაავალეს. შემდეგი ტესტის დროს კი, როცა ცალ ფეხზე მდგომს ხმამაღლა უნდა დაეთვალა, ტიმბერლეიკი ამბობს: „ბოდიში, გული ძალიან სწრაფად მიცემს. ეს ძალიან რთული ტესტებია.” ამის შემდეგ მას ბორკილებს ადებენ და აკავებენ. 

2 მარტს წარდგენილ იურიდიულ დოკუმენტებში მომღერლის ადვოკატები წერენ, რომ დაკავების ვიდეომასალა ტიმბერლეიკს „უკიდურესად მოწყვლად მდგომარეობაში” წარმოაჩენს და რომ ის „არავითარ ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესს არ ემსახურება.” ლონგ-აილენდის მოსამართლემ პოლიციას უბრძანა, არ გამოექვეყნებინა ვიდეოები, სანამ სასამართლო განხილვა არ დასრულდებოდა.

20 მარტს კი „ბილბორდთან” გაზიარებულ განცხადებაში სეგ ჰარბორის ადმინისტრაცია ამბობს: „მოხარული ვართ, რომ ეს საკითხი უკვე მოგვარებულია და სოფელს აქვს საშუალება, შეასრულოს კანონით განსაზღვრული ვალდებულება, გამოაქვეყნოს მასალა, რომელიც გასაჯაროებას ექვემდებარება.”

„საქმის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ბატონი ტიმბერლეიკი დააკავეს, სოფელი ცდილობდა, შეესრულებინა ინფორმაციის თავისუფლების კანონის მოთხოვნები, როგორც ეს ხდება ნებისმიერ საქმეში, რომელიც მოიცავს ჩვენი პოლიციის ჩანაწერებსა თუ ვიდეომასალებს. ასეთი მასალა გადის განხილვასა და რედაქტირებას, რათა დაცული იყოს საზოგადოებისა და ოფიცრის უსაფრთხოება, ისევე, როგორც პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობა,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Rosalía-ს კონცერტის ვიზუალურ პერფორმანსში ქართველი მსახიობი სალომე თოფურია გამოჩნდა

შემდეგი სტატია

ბარი კეოგანი იმ ბულინგზე საუბრობს, რომელიც საბრინა კარპენტერთან დაშორების შემდეგ, მისი გარეგნობის გამო დაიწყო 

შეიძლება დაგაინტერესოთ

A$AP ROCKY-ს თქმით, დედობის შემდეგ რიანა ძალიან შეიცვალა,  თუმცა მას ყოველთვის ჯადოსნური მომხიბვლელობა ჰქონდა

W Magazine-ის ახალ ნომერში რიანასთან დაკავშირებული ისტორიები მერაია კერიმ და SZA-მაც გაიხსენეს.
მეტი
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

Drake-ის ალბომი Iceman ოფიციალურად მალე გამოვა –  ნახეთ რელიზის თარიღი

სტრიმერმა Kishka-მ ტორონტოში Iceman-ის ინსტალაციის თავზე განთავსებული ჟურნალი აღმოაჩინა, სადაც პროექტის გამოსვლის თარიღი იყო მითითებული.
მეტი

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი