ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Lizzo-მ თავისი ცნობილი ჰიტი Truth Hurts გამოუშვა. ახლა კი მომღერალი მთელ ალბომს აკავშირებს იმ კონცეფციასთან, რომელსაც ამ სიმღერაში ახსენებდა.
27 აპრილს, თავის 38-ე დაბადების დღეზე, ვარსკვლავმა გაამხილა, რომ მისი დაანონსებული ალბომის სახელწოდებაა Bitch და ის 5 ივნისს გამოვა. „ვულოცავ ჩემს თავს დაბადების დღეს!“ – დაწერა Lizzo-მ ინსტაგრამზე და ალბომის გარეკანიც გამოაქვეყნა. „ჩემთვის საჩუქრის გამოგზავნა გინდათ? წინასწარ გამოიწერეთ ჩემი ალბომი!“
ალბომის გარეკანზე Lizzo-ს ხელია გამოსახული, რომელიც შუათითს აჩვენებს, თუმცა შუათითი მომღერლის მინიატიურული ფიგურითაა შეცვლილი. რაც შეეხება ალბომის მთავარ სინგლს, თავად სიმღერა Bitch 1-ელ მაისს გამოვა.
ეს ლიზოს პირველი სრული ალბომია 2022 წლის შემდეგ. „ეს სიტყვა (Bitch) იარლიყის მსგავსად იყო, რომელსაც ადრე ქალების დასაკნინებლად იყენებდნენ,” – აღნიშნავს არტისტი. მისივე განმარტებით, ალბომი მისი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ გადაქცევას ემსახურება.
Lizzo-მ აღნიშნა, რომ მუსიკის ისტორიაში ბევრმა ძლიერმა ქალმა გამოიყენა ეს ტერმინი პოზიტიური კონტექსტით. „ეს სიტყვა ჩემი ფავორიტი გახდა, როცა მას ჩემი პირობებით ვიყენებ,“ – დაამატა მომღერალმა.
ახალ ალბომში სულ 12 სიმღერა იქნება, მათ შორის უკვე გამოსული ჰიტი – Don’t Make Me Love U. ტრეკების სიაში ისეთი სათაურებია, როგორიცაა: A Toast, She Stole My Man, Goodmorning! და სხვა.
თავიდან Lizzo სხვა ალბომის, სახელწოდებით Love in Real Life-ის გამოშვებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა. მან აღნიშნა, რომ გადაწყვიტა, საკუთარ ინტუიციას მიჰყოლოდა და ყველაფერი სხვაგვარად გაეკეთებინა.