კვირის მუსიკალური გზამკვლევი: Madonna და საბრინა კარპენტერი, Kacey Musgraves, ზარა ლარსონი და სხვები

გაეცანით უცხოელი და ქართველი არტისტების კვირის ახალ მუსიკალურ რელიზებს.
Madonna და საბრინა კარპენტერი Coachella-ს სცენაზე 2026 წლის Coachella Valley-ის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი Empire Polo Club, 2026 წლის 17 აპრილი, კალიფორნია. Kevin Mazur/Getty Images for Coachella
Madonna და საბრინა კარპენტერი Coachella-ს სცენაზე 2026 წლის Coachella Valley-ის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი Empire Polo Club, 2026 წლის 17 აპრილი, კალიფორნია.
Kevin Mazur/Getty Images for Coachella

Billboard-ის პროექტი Friday Music Guide ყოველკვირეულად ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ რელიზებს მიმოიხილავს. გაეცანით ბოლო დღეების გამორჩეულ სიახლეებს.

გასულ კვირას ყურადღების ცენტრში ნოა კაჰანი, კელანი და სუკი უოტერჰაუსი მოხვდნენ. ამ კვირაში კი Madonna და საბრინა კარპენტერი ახალ სიმღერას Bring Your Love გამოსცემენ, რომელიც წყვილმა Coachella-ს ფესტივალზე დააანონსა. Kacey Musgraves ალბომს Middle of Nowhere-ს წარადგენს, ხოლო სიენა სპირო ფილმის “ეშმაკი ატარებს პრადას 2” (Devil Wears Prada 2), ვარსკვლავურ საუნდტრეკში გვევლინება. 

Madonna და საბრინა კარპენტერი – Bring Your Love

მას შემდეგ, რაც Coachella-ზე საბრინა კარპენტერის ჰედლაინ გამოსვლის დროს, საცეკვაო პოპ სიმღერით მოულოდნელად  Madonna გამოჩნდა, მათი კოლაბორაცია Bring Your Love საბოლოოდ გამოვიდა. 

ეს კი მხოლოდ დასაწყისია, რადგან Madonna-ს მომავალი ალბომი Confessions II 3 ივლისს გამოვა.

ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw

არტისტმა ქეთათო ნერგაძემ საკუთარ ბენდთან ერთად სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით Raw წარადგინა. პროექტი რამდენიმე ეტაპად, სხვადასხვა სივრცესა და შემოქმედებით გარემოში შეიქმნა. ეს არის ერთგვარი ემოციური ქრონიკა – მუსიკა, რომელიც პირად განცდებს, საერთო ენერგიასა და ძიების პროცესს აერთიანებს.

ალბომი Raw არტისტის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელიც ბენდთან ერთად შეიქმნა. ბენდის შემადგენლობაში არიან: ბასი – ლუკა ქიტიაშვილი, დრამი – ვალო ყარალაშვილი და გიტარა – ზუკა სიმონიშვილი. ალბომის მიქსინგი და მასტერინგი კი Leno Records-ის დამფუძნებელს, გვაჯის ეკუთვნის.

Kacey Musgraves – Middle of Nowhere

Kacey Musgraves-მა აღნიშნა, რომ მისი ახალი ალბომი მეტწილად მექსიკური კულტურით არის შთაგონებული, რაც მის კომპოზიციებშიც იგრძნობა. მათ შორის გახმაურებულ სიმღერაში – Horses and Divorces.  სწორედ ამ დუეტმა პროექტის გამოსვლამდე დიდი ყურადღება მიიქცია, რადგან მასში ქანთრის ლეგენდა მირანდა ლამბერტი მონაწილეობს. Kacey Musgrave-მა მიმდინარე წლის დასაწყისში NPR-ს განუცხადა: „ჩვენ წლების განმავლობაში აღარ გვქონდა ურთიერთობა. მეგობრობაც გვაკავშირდებდა, თუმცა ერთ დღეს ინსტაგრამზე ვნახე ვიდეო, თუ როგორ სეირნობდა იგი ცხენით და გავიფიქრე: მართალია, მეგობრები აღარ ვართ, მაგრამ, მგონი, ორი საერთო რამ გვაქვს: ცხენები და განქორწინებები (horses and divorces) უბრალოდ მივწერე, ძველი წყენები წარსულს ჩავაბარეთ, ბევრი ვიცინეთ და სიმღერა სულ რამდენიმე საათში დავწერეთ“. 

INDIEVIDIE (დათო ქიმერიძე) – Tell Me More

ქართულ მუსიკალურ სცენაზე ახალი სოლო შემსრულებელი დათი ქიმერიძე გამოჩნდა. არტისტმა, ფსევდონიმით INDIEVIDIE, სადებიუტო სინგლი, სახელწოდებით Tell Me More გამოუშვა, რომლის პრემიერა მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად შედგა. დათი ქიმერიძე ალტერნატიული როკბენდის, Process-ის წევრია. რაც შეეხება სოლო პროექტის პრემიერას, მას წინ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა, რაც საკუთარი ჟღერადობის ძიებასა და ხმის ინჟინერიის შესწავლას მოიცავდა. 

სიენა სპირო – Material Lover

ფილმ „ეშმაკი ატარებს პრადას 2”-ის საუნდტრეკში მხოლოდ რამდენიმე საავტორო სიმღერა შედის, მათ შორისაა სიენა სპიროს ნამუშევარი – Material Lover.  ეს ყოველივე კი არტისტს ისეთი სუპერვარსკვლავების გვერდით აყენებს, როგორებიც Lady Gaga და Doechii არიან. მიუხედავად იმისა, რომ Material Lover-ის სახელწოდება იდეალურად ერგება ფილმის ესთეტიკას, სიმღერა სრულყოფილ დამოუკიდებელ ნამუშევრს წარმოადგენს. ტრეკში სიენა სპირო თავისი თბილი და დასამახსოვრებელი ვოკალით ნამდვილ გრძნობებსა და ემოციებზე მღერის. 

Kordz  და თამრიკო კორძაია –  Family Live Part 1

2026 წლის 16 ივნისს Kordz და თამრიკო კორძაია კოლაბორაციულ ალბომს წარადგენენ. ერთობლივი ნამუშევრის სახელწოდებაა FIND ME. ალბომის სრულ გამოცემამდე მუსიკოსი დედა-შვილი მსმენელს მასში შემავალ ცალკეულ კომპოზიციებს აცნობს. ამჯერად მათ ჩანაწერი, სახელწოდებით Family Live Part 1 გამოუშვეს, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე.

ზარა ლარსონი – Midnight Sun: Girls Trip

ზარა ლარსონის კოლაბორაციული ალბომი – Girls Trip უკვე გამოვიდა და ის სრულად ამართლებს საკუთარ სახელწოდებას. 2025 წლის ალბომ Midnight Sun-ის მეორე დისკის სახით გამოცემული პროექტი ორიგინალი 10 სიმღერის განახლებულ ვერსიებს აერთიანებს. ალბომში მონაწილეობენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან PinkPantheress, Shakira, Robyn და სხვები, რის შედეგადაც Girls Trip უკვე ისედაც პოპ-ენერგიით სავსე ალბომს კიდევ უფრო ძლიერ და დინამიკურ მუხტს სძენს.

ბელა პორჩი – Ribcage

სიმღერა Ribcage, რომელიც სიმებიანი საკრავების ულამაზესი პარტიით იწყება, მალევე ალტერნატიულ პოპში ინაცვლებს, სადაც ბელა პორჩი საკუთარ ფიქრებზე მღერის. არტისტმა Ribcage-ზე საუბრისას აღნიშნა: „ამ სიმღერის დაწერა იმ ემოციების გაანალიზებაში დამეხმარა, რომლებიც ადრე ბოლომდე არ მესმოდა. ეს ჩემი ძალიან გულწრფელი მხარეა და ვფიქრობ, ეს სწორი გზაა ახალი თავის დასაწყებად“. ეს დამატყვევებელი ტრეკი კიდევ ბევრი ახალი მუსიკის წინაპირობაა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიზომ მომავალი ალბომიდან ახალი სინგლი Bitch გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი