მოუსმინეთ: ქენდრიქ ლამარის ახალი ალბომი Mr. Morale & the Big Steppers

ფოტო: Kendrick Lamar/Mr. Morale & the Big Steppers

გავლენიანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქენდრიქ ლამარმა ახალი ალბომი Mr. Morale & the Big Steppers გაავრცელა. მანამდე შემსრულებელმა სოციალურ ქსელებში ჩანაწერის გარეკანი გამოაქვეყნა. ფოტოგრაფ რენელ მედრანოს მიერ გადაღებულმა სურათმა მრავალი გამომწერის, მათ შორის ცნობილი ადამიანების: ქეილანის, როდი რიჩის, ერიკ ბელინგერის, პროდიუსერების: MixedByAli და Mike Will Made-It, მსახიობების: იარა შაჰიდისა და ქით ფაუერსის საჯარო მოწონება დაიმსახურა. “კომპტონის იესო”, – ასე უწოდეს რეპერს პოსტის კომენტარებში. სტუდიურ ნამუშევარს თაყვანისმცემლებმა საუკეთესო ალბომის კატეგორიაში გრემის მიღებაც უწინასწარმეტყველეს.

გარეკანის გამოქვეყნებამდე კი ლამარმა ჩანაწერის ერთ-ერთი სინგლი The Heart Part 5 ვიდეორგოლთან ერთად გაავრცელა. კლიპში მუსიკოსი ე.წ. დიფფეიქ ტექნოლოგიის საშუალებით ქანიე ვესთის, ნიფსი ჰასლის, კობი ბრაიანტის, უილ სმიტის, ჯესი სმოლეთისა და ოჯეი სიმფსონის სახეებს ირგებს.

აღსანიშნავია, რომ ჰიპ ჰოპ არტისტის წინა ორი ალბომი: Untitled Unmastered და DAMN. ჩარტის Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. ბოლო მათგანმა ქენდრიქს პულიცერის პრემიაც მოუტანა. ამასთან, აქამდე რეპერი ბილბორდის ცხელ ასეულში 50 ტრეკით არის მოხვედრილი. პირველ პოზიციაზე მისი ჰიტი Humble და ტეილორ სვიფტთან ერთად ჩაწერილი კომპოზიცია Bad Blood გავიდა.

ქენდრიქ ლამარმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2003 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 2012 წლის ალბომით Good Kid, M.A.A.D City გაიცნო. სამმაგი პლატინის სტატუსის მქონე ნამუშევრის გავრცელების შემდეგ მუსიკოსს თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეპერი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ ჰოპ არტისტი უწოდეს. შემსრულებლის მესამე ალბომმა To Pimp a Butterfly ჩარტში Billboard 200 პირველი ადგილი დაიმსახურა, ხოლო 2017 წელს გავრცელებულმა ჩანაწერმა DAMN. პულიცერის პრემია მიიღო. ცნობილია, რომ 14 გრემის მფლობელი ქენდრიქის ალბომი Mr. Morale & The Big Steppers ბოლო ნამუშევარია, რომელიც ლეიბლზე TopDawg Entertainment გამოიცა. არტისტი ასევე სუპერჯგუფის Black Hippy წევრია Ab-Soul-თან, Jay Rock-თან და Schoolboy Q-სთან ერთად.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: 8 წლის შემდეგ My Chemical Romance ახალ სიმღერას ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: ფოსთ მელოუნი და როდი რიჩი კლიპს Cooped Up ავრცელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

Drake-ის ალბომი Iceman ოფიციალურად მალე გამოვა –  ნახეთ რელიზის თარიღი

სტრიმერმა Kishka-მ ტორონტოში Iceman-ის ინსტალაციის თავზე განთავსებული ჟურნალი აღმოაჩინა, სადაც პროექტის გამოსვლის თარიღი იყო მითითებული.
მეტი

MAMAFLEX-ის ლაივი და ახალი ალბომის პრეზენტაცია კლუბში Mtkvarze

7 მარტს კლუბი Mtkvarze ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის, MAMAFLEX-ის ლაივს უმასპინძლებს. არტისტი მსმენელის წინაშე ახალი პროექტით და თავისი ბოლო რელიზით Retired Crashout წარდგება.
მეტი