SZA ანიმაციურ ფილმს – COCOMELON: THE MOVIE-ს გაახმოვანებს ნიკოლას ჰოლტთან, სარა შერმანთან და სხვა მსახიობებთან ერთად

საბავშვო ფილმის პრემიერა 2027 წელს შედგება.
SZA 2026 წლის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, 2026 წლის 4 მაისი, ნიუ-იორკი. GILBERT FLORES/VARIETY
SZA 2026 წლის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, 2026 წლის 4 მაისი, ნიუ-იორკი.
GILBERT FLORES/VARIETY

SZA კარიერას ჰოლივუდშიც აგრძელებს და CoComelon-ის სამყაროს უერთდება. 14 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, გრემის მფლობელი მომღერალი CoComelon: The Movie-ს სამსახიობო გუნდს შეუერთდა, სადაც ის ახალ პერსონაჟს გაახმოვანებს.

ფილმის რეჟისორი ქეთ გუდი იქნება.  სამსახიობო გუნდის სხვა ახალი წევრები არიან: ნიკოლას ჰოლტი, სარა შერმანი, კრისტო ფერნანდესი, აიკ ბარინჰოლცი, ეგო ნვოდიმი, ჯოშ ჯონსონი, მეტ ფრენდი და რის დარბი.

CoComelon-ის სამყაროში უკვე ნაცნობი ვარსკვლავებიც ბრუნდებიან: კემდენ ბრუკსი კოდის როლში, კონორ ესტერსონი – ჯეიჯეის (JJ), აერინა დებოერი  სისის, ხოლო ოლივია ლონდონ ლეივა კვლავ ნინას როლს დაუბრუნდება.

პრესრელიზის თანახმად, ფილმი „ოჯახებს მოუწოდებს, გასცდნენ მათთვის ნაცნობ CoComelon-ის სამყაროს და გაჰყვნენ ჯეიჯეის, მის მეგობრებსა და ახალ, საინტერესო პერსონაჟებს მოგზაურობაში, რომელიც სავსეა მუსიკითა და შთამბეჭდავი მოვლენებით.” 

CoComelon: The Movie-ს პრემიერა კინოთეატრებში 2027 წლის 19 თებერვალს შედგება. CoComelon თავდაპირველად 2006 წელს YouTube-ის სერიალის სახით გამოვიდა,  Netflix-ზე გაშვების შემდეგ კი გლობალურ ანიმაციურ სერიალად იქცა. თუმცა საბავშვო სერიალის სალიცენზიო შეთანხმება Netflix-თან დასრულდა და 2027 წლიდან ის  Disney+-ზე გადაინაცვლებს.

SZA-ს კინოსა და ტელევიზიის სფეროშიც აქვს გამოცდილება. ის 2020 წელს სერიალ Insecure-ის ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდა, ხოლო 2025 წლის კომედიაში One of These Days მთავარ როლს კეკე პალმერთან  ერთად ასრულებს.

ნახეთ SZA-ს პერსონაჟის პირველი ანიმაციური ფოტო CoComelon: The Movie-დან.

Courtesy photo
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Madonna RAFAEL PAVAROTTI

MADONNA-ს და PEGGY GOU-ს რემიქსი I FEEL SO FREE 

შემდეგი სტატია

Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

დრეიკი სამი ახალი ალბომით ბრუნდება – არტისტმა ICEMAN, MAID OF HONOUR და HABIBTI გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი
JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO

Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

რვანაწილიანი დოკუმენტური სერიალის, JAŸ-Z in 8-ის დებიუტი შემოდგომაზე იგეგმება.
მეტი