თბილისში ტომ ოდელის კონცერტი გაიმართა

კონცერტი FLITZ Collective-ის ორგანიზებით ჩატარდა.
ტომ ოდელი
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

21 ივნისს Loco Park-ში ინგლისელი მუსიკოსის, ტომ ოდელის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება FLITZ Collective-ის ორგანიზებით ჩატარდა. ოდელი თბილისს 2026 წლის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვია. მუსიკოსმა კონცერტის დროს არაერთი ჰიტი შეასრულა. მან შოუ დახურა 2013 წლის ჰიტით – Another Love.

კონცერტის მსვლელობისას არტისტი აუდიტორიასთან კომუნიკაციასაც ამყარებდა. შოუს ბოლოს მან მსმენელს მადლობა გადაუხადა.

ტომ ოდელმა საერთაშორისო აღიარება თავისი ემოციური ინდი-პოპ კომპოზიციებით მოიპოვა. მისი მუსიკა ხასიათდება მელანქოლიური განწყობით, ძლიერი ვოკალური პარტიებით და ფორტეპიანოს წამყვანი ჟღერადობით. ტომ ოდელი მსმენელის დიდმა აუდიტორიამ 2012 წელს გაიცნო სადებიუტო EP-ით – Songs from Another Love. 

ტომ ოდელი
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

2013 წელს ტომ ოდელმა გაიმარჯვა BRIT Awards-ის ნომინაციაში – კრიტიკოსთა რჩეული. ამ ნომინაციაში სხვადასხვა დროს ჯილდო არაერთმა აღიარებულმა ვარსკვლავმა მიიღო, მაგალითად ადელმა.

საქართველოს შემდეგ ტომ ოდელი კონცერტს 23 ივნისს სტამბულში გამართავს, შემდეგ კი ტურნეს ფარგლებში ევროპის სხვა ქვეყნებს ეწვევა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„სათამაშოების ისტორია 5-მა” რეკორდულ, 160 მილიონი დოლარის სადებიუტო შემოსავალს მიაღწია

შემდეგი სტატია

ზურა ჯიშკარიანმა ახალი მუსიკალური ვიდეოს ფრაგმენტი გაავრცელა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი