საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ექსპერიმენტული მუსიკის მოყვარულებს სრულიად განსაკუთრებულ აუდიო-ვიზუალურ გამოცდილებას სთავაზობს. 26 ივნისს თბილისის ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია (სპირიდონ კედიას ქ. №6) უჩვეულო და საინტერესო კოლაბორაციას უმასპინძლებს, სადაც Tofu Sessions-ის საღამო ე.წ. Seated Listening ფორმატში გაიმართება, ეს არის მუსიკის მოსმენის ალტერნატიული გამოცდილება, რომელიც მსმენელს საშუალებას აძლევს, სრულად კონცენტრირდეს ბგერებზე, მუსიკალურ დეტალებსა და სივრცეზე. კინოსა და თეატრის მსგავსად, აუდიტორიას საშუალება ეძლევა, შეანელოს ყოველდღიური რიტმი და მუსიკას მშვიდ, ინტიმურ გარემოში, ყოველგვარი ყურადღების გამფანტველი ფაქტორების გარეშე მოუსმინოს.
Tofu Sessions ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის პლატფორმაა, რომელიც ცოცხალი შესრულების, აუდიტორიის ჩართულობისა და ღრმა მოსმენის კულტურის განვითარებაზეა ორიენტირებული.
საღამოს მუსიკალურ კონცეფციას საერთაშორისო არტისტები ქმნიან. მსმენელის წინაშე წარდგებიან გერმანელი არტისტი – ||||||||||||||||||||, ქართველი მუსიკოსები Wayward Atom (ნიკა გოგიაშვილი) და AGAVA და იაპონელი არტისტი Masa Trippin. საღამოს ვიზუალურ მხარესა და სივრცის ატმოსფეროს შექმნაზე She Nocturne და NENEALISM იზრუნებენ, რომლებიც მუსიკასა და ციფრულ ხელოვნებას ერთიან გამოცდილებად აქცევენ.
Wayward Atom (ნიკა გოგიაშვილი)
„ჩვენ ვქმნით Seated Listening-ის ფორმატის სესიებს, სადაც მთავარი ადგილი უკავია ცოცხალ შესრულებას და აუდიტორიის ჩართულობას.
ჩვენი ღონისძიებები აერთიანებს საგულდაგულოდ შერჩეულ არტისტებს, რომლებიც მუშაობენ ემბიენტის, ელექტროაკუსტიკური მუსიკის, მოდულარული სინთეზის და ჰიბრიდული ლაივ პერფორმანსის მიმართულებებით. თითოეული სესია წარმოადგენს სივრცეს ღრმა მოსმენისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის.
ჩვენ გვაინტერესებს მუსიკის აღქმის ალტერნატიული ფორმები, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყურადღება, სიჩუმე და ყოფნა ისეთივე მნიშვნელოვანი ელემენტებია, როგორც თავად მუსიკა.”
ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის კარი 20:00 საათიდან გაიღება.