ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილში პოლ მაკარტნიმ Beatles-ის კლასიკა გააცოცხლა. 84 წლის ლეგენდარულმა მუსიკოსმა 1964 წლის შემდეგ პირველად შეასრულა I Want to Hold Your Hand.
„ცერემონიის შემდეგ ტეილორის დედამ, ანდრეამ, ყველანი დარბაზში მიიპატიჟა, სადაც სცენა იყო მოწყობილი,” – უყვება წყარო გამოცემა People-ს. მისივე ინფორმაციით, ამ სივრცეში იმღერა სტივი ნიკსმაც.
სვიფტისა და კელსის ქორწილამდე მაკარტნის I Saw Her Standing There ჯგუფის 1964 წლის ნიუ-იორკის სექტემბრის კონცერტის მერე აღარ შეუსრულებია. იმ წელს სიმღერა Billboard Hot 100-ის მე-14 ადგილზე გავიდა.
ცოტა ხნის წინ სვიფტმა მაკარტნის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა და ინსტაგრამზე მუსიკოსის პოსტი გააზიარა, სადაც ის თავის ახალ სოლო ალბომს, The Boys of Dungeon Lane-ს წარადგენს. „მუდმივი შთაგონება მაქვს ამ მარადიულად გამორჩეული არტისტისგან,” – დაწერა სვიფტმა.
ბოლო წლებში ორი მუსიკალური ლეგენდის გზები არაერთხელ გადაიკვეთა. 2015 წელს Saturday Night Live-ის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წვეულებაზე მათ ერთად შეასრულეს სიმღერა Shake It Off. 2020 წელს კი ჟურნალ Rolling Stone-ისთვის ერთმანეთისგან ინტერვიუ აიღეს.
2024 წელს მაკარტნი ასევე დაესწრო სვიფტის Eras Tour-ის ლონდონის შოუს. კონცერტის შემდეგ გულშემატკივრის მიერ გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ის The Tortured Poets Department-ის სიმღერაზე But Daddy I Love Him ცეკვავდა.