ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის საქორწინო ფიცი: რას ამბობენ ცერემონიის სტუმრები

ერთ-ერთი სტუმრის ინფორმაციით, სვიფტმა და კელსმა ფიცი თავად დაწერეს და პატარა წიგნაკებიდან წაიკითხეს.
ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი
GREGORY SHAMUS/GETTY IMAGES

ტეილორ სვიფტმა და ტრევის კელსმა 3 ივლისის ცერემონიაზე პატარა წიგნაკებიდან ერთმანეთს საქორწინო ფიცი წაუკითხეს, რომლებიც თავადვე დაწერეს. 

Good Morning America-ს წამყვანმა რობინ რობერტსმა, თანაწამყვანებთან მაიკლ სტრაჰანსა და ჯორჯ სტეფანოპულოსთან ერთად, ეთერში ქორწილის მცირე დეტალები გაამხილა. 

სტეფანოპულოსმა აღნიშნა, რომ სვიფტისა და კელსის საქორწინო აღთქმები „ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მოსალოდნელი იყო – გულწრფელი, ემოციური, სერიოზული, მხიარული და სიყვარულით სავსე.” მისი თქმით, ქორწილის კონცეფციას „ბაღი ბაღის შიგნით” წარმოადგენდა. „ეს უბრალოდ მშვენიერი იყო.”

წამყვანებმა ქორწილის შესახებ თავიანთი შთაბეჭდილებები მოკლედ და ლაკონიურად წარმოადგინეს, თუმცა ცერემონიის კიდევ ერთმა ცნობილმა სტუმარმა, AMC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ არონმა სოციალურ მედიაში ქორწილის უფრო ვრცელი შთაბეჭდილებები გააზიარა, მათ შორის ის, თუ რა თქვეს ნეფე-პატარძალმა თავიანთ ფიცში.

არონის თქმით, სვიფტისა და კელსის ფიცი იყო „ვრცელი, სახალისო, პირადი, მომნუსხველი, ემოციური, უშუალო და თბილი მონათხრობი იმისა, თუ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, რატომ სურთ სამუდამოდ ერთად ყოფნა, რა დაპირებები მისცეს ერთმანეთს, როცა მათი ოჯახები გაერთიანდა და როგორ აიღეს ვალდებულება, აეშენებინათ საერთო ცხოვრება.”

მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით პოსტი წაიშალა, არონმა მასში კიდევ რამდენიმე დეტალი გაამხილა. მან საკმაოდ დეტალურად აღწერა ცერემონიის დეკორაციაც. მისი თქმით, დარბაზში გამოფენილი იყო წყვილის დიდი ზომის ფოტოები მათი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპიდან – ერთი წლის ასაკიდან მოყოლებული, გვიან თინეიჯერობამდე. ასევე აღნიშნა, რომ Madison Square Garden-ის მცირე ნაწილი ისე იყო გამოყოფილი და გაფორმებული, შეუძლებელი იყო გეფიქრა, რომ იმავე სივრცეში ოდესმე შესაძლოა კალათბურთის ან ჰოკეის მატჩები გამართულიყო. „რაღაც ჯადოსნური გზით, ვიღაცამ იქ სოფლის აყვავებულ მამულში მდებარე ბაღის ატმოსფერო შექმნა.”

ცერემონიის შემდგომი წვეულება კი, მისი თქმით, „საიდუმლო ბაღის” სცენას ჰგავდა, ხუთსართულიანი სიმაღლის განათებული ხეებით.”

სვიფტისა და კელსის ქორწილის შესახებ გავრცელებული მცირე დეტალები შეიძლება მიანიშნებდეს თემაზე, რომელზეც მომღერალი თავის სიმღერებში წერდა. წიგნაკიდან წაკითხული საქორწინო ფიცი და ბაღის კონცეფცია შესაძლოა სვიფტისთვის პირად მნიშვნელობას ატარებდეს. 2024 წლის ალბომში The Tortured Poets Department: The Anthology ის მღერის: „ჩემს გონებაში საიდუმლო ბაღებში წავალ, რომლებზეც წიგნებში ვკითხულობდი, როცა ბავშვი ვიყავი” და მიანიშნებს ფრენსის ჰოჯსონ ბარნეტის საბავშვო რომანზე „საიდუმლო ბაღი”. 

იმ შემთხვევაში, თუ ხელნაწერი საქორწინო ფიცი ვინმეს ცრემლს მოჰგვრიდა, სვიფტი ამისთვისაც მზად იყო. სტუმრებს დაურიგდათ სპეციალურად დამზადებული ცხვირსახოცები, რომლებზეც ამოქარგული იყო TT მონოგრამა, ღინისძიების თარიღი, ადგილმდებარეობა და სიმღერა Blank Space-ის სტრიქონი: So it’s gonna be forever… („ეს სამუდამო იქნება…”)

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მაკარტნიმ ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილში Beatles-ის კლასიკა გააცოცხლა

შემდეგი სტატია

Tbilisi Open Air 2026 დასრულდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი

„თუ ასე ტურფა იყავი“ – Vinda Folio-მ ცნობილი ქართული სიმღერის ალტერნატიული ქავერ-ვერსია გამოუშვა 

მუსიკა თავად Vinda Folio-ს ეკუთვნის, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკა საბანაძემ (Sabana) იმუშავა.
მეტი
ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია – სამდისკიანი ალბომი ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას აცოცხლებს

პროექტის ფარგლებში XIX, XX და XXI საუკუნეების გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორთა რჩეული ნაწარმოებები სამდისკიან ალბომად გამოიცა.
მეტი

Kid Cudi-მ Ye-ს მხარდაჭერის გამო მისი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას საჯაროდ უპასუხა

4 სექტემბერს, Soldier Field-ზე გამართული სამსაათიანი შოუს მიწურულს, Ye-მ Cudi სცენაზე სამი სიმღერისთვის მიიწვია.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი
ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ტეილორ სვიფტმა „სათამაშოების ისტორია 5“-ისთვის დაწერილი საუნდტრეკის ორმაგ მნიშვნელობაზე ისაუბრა

სვიფტმა გაამხილა, რომ I Knew It, I Knew You-ს წერისას ისეთი სიტყვები შეარჩია, რომელთაც ორმაგი მნიშვნელობა აქვს.
მეტი