ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“

ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციისა და საკონცერტო რეპერტუარის წარმოჩენის მიზნით, კომპოზიტორმა ნინო ჯანჯღავამ მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. პროექტი 2025 წელს ოპერა „აბესალომ და ეთერის“ ცნობილი მელოდიების გადამუშავებით დაიწყო. მიმდინარე, წელს კი ზაქარია ფალიაშვილის კიდევ ერთი ნაწარმოები, ოპერა „დაისის“ ტრანსკრიფციები შეიქმნა, რომელიც  გამორჩეული მუსიკალური ეპიზოდების ახალი ფორმით წარმოჩენას ისახავს მიზნად.

ოპერა „დაისის“ ტრანსკრიფციები სხვადასხვა კამერული ანსამბლისთვის შეიქმნა: სიმებიანი კვარტეტის, ხის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტის და ლითონის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტის შემადგენლობებისთვის. 

პროექტის ფარგლებში გადამუშავდა ოპერის არაერთი ცნობილი ეპიზოდი: „უვერტიურა“, „მაროს და ნანოს დუეტი“, „ლეკური“, „თავო ჩემო“, „ცანგალას სიმღერა“, „ხევსურთა ცეკვა“, „მთიულური“, „ცანგალა და გოგონა“, „კიაზოსა და ცანგალას დუეტი“ და „ღმერთო, იხსენ და უშველე“.

ნინო ჯანჯღავას განმარტებით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ფალიაშვილის მუსიკა მუდმივი რეპერტუარის ნაწილი გახდეს.

კომპოზიტორი: ნინო ჯანჯღავა <br> ირაკლი ჯანაშია-ალბოროვი
კომპოზიტორი: ნინო ჯანჯღავა
ირაკლი ჯანაშია-ალბოროვი

ნინო ჯანჯღავა – კომპოზიტორი:

„ქართული აკადემიური მუსიკის ისტორია ძალიან მწირია, ქართველი მუსიკოსები იშვიათად ასრულებენ ეროვნულ რეპერტუარს. ზაქარია ფალიაშვილი ერთადერთი ქართველი კომპოზიტორია, რომელიც უბადლოდ ფლობდა საკომპოზიტორო ხერხებს და განუმეორებელი ნიჭის წყალობით შექმნა ძლიერი ემოციების მატარებელი მუსიკა. იმის გამო, რომ მისი ნამუშევრები ვერ სრულდება ხშირად (მხედველობაში მაქვს ოპერების საშემსრულებლო გაბარიტი – გუნდი, ორკესტრი, სოლისტები), ამიტომ გადავწყვიტე, მუსიკოსებისთვის გამეკეთებინა კამერული ვერსიები, რომლებიც ყოველ კამერულ კონცერტს, მუსიკოსების სურვილის მიხედვით, მშვენივრად მოერგება.”

მისივე თქმით, ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციებზე მუშაობა არა მხოლოდ ტექნიკური პროცესი, არამედ ინსპირაციითა და ახალი მიგნებებით სავსე გზა აღმოჩნდა.

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია. ზოგიერთი ეპიზოდი იძლეოდა ოდნავ თავისუფალი ტრანსკრიფციების შექმნის შესაძლებლობას, ზოგი კი ისეთი „შენადნობი“ იყო, მხოლოდ მკაცრად თუ მიუდგებოდი მის კამერულად გადაწყობას. კამერულ ვერსიებად მისი მუსიკის გადაკეთებამ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიტანა წინა პლანზე ის პოლიფონიური აზროვნება და ფორმის კონსტრუირების პრინციპები, რომელიც საოპერო ვერსიაში რთული შესამჩნევიც კი შეიძლება იყოს.

კარგად გაკეთებული ტრანსკრიფცია და თუნდაც მუსიკალური ნაწარმოები ყოველთვის მნიშვნელოვანია. ნიჭიერი და მაძიებელი შემოქმედი ყოველთვის მზად არის ნაწარმოების (ან ტრანსკიფციის) შესასრულებლად, თუ მიაჩნია, რომ ის დაეხმარება წარმატებულ გამოსვლაში. მუსიკოსი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შეძლებს ნაწარმოების ემოციური შინაარსის სწორად გადაცემას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საშემსრულებლო ხელოვნებაში.” – ამბობს ნინო ჯანჯღავა Billboard საქართველოსთან საუბარში.

პროექტის ავტორი იმედოვნებს, რომ ოპერა „დაისის“ ტრანსკრიფციებიც მალე გაცოცხლდება საკონცერტო სცენაზე და ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას მიეწოდება.

აღსანიშნავია, რომ როგორც წინა პროექტის შემთხვევაში, „დაისის“ კამერული ვერსიებიც ნოტების (პარტიტურებისა და პარტიების) სახით გამოიცემა, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმატით. მუსიკოსებსა და დაინტერესებულ პირებს მათი სრულიად უფასოდ ჩამოტვირთვა ნინო ჯანჯღავას საავტორო საიტიდან  შეეძლებათ.

პროექტის გამოცემის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო და „შემოქმედებითი საქართველო“. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბონი ტაილერი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, 2013 წლის 17 მაისი, მალმო, შვედეთი Ragnar Singsaas/Getty Images

ჰიტის Total Eclipse of the Heart შემსრულებელი ბონი ტაილერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი
ჰარი სტაილსი - მანჩესტერი, ინგლისი - 28 თებერვალი: BRIT Awards 2026 ფოტო Gareth Cattermole/Getty Images | (მხოლოდ სარედაქციო გამოყენება)

ჰარი სტაილსმა ლიამ პეინს გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა მიუძღვნა

სტაილსმა თავისი ყოფილი კოლეგის, One Direction-ის წევრის, ლიამ პეინის გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე პირველად წარადგინა აქამდე გამოუქვეყნებელი სამახსოვრო სიმღერა What Is Enough.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა.
მეტი

„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

„ცხადია, ეს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა სიუჟეტის მეშვეობით შევძელით, მისთვის პატივი მიგვეგო“, – თქვა მეგ მარინისმა.
მეტი