ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ აღარ სურს საჯარო საუბარი თავის ტრავმულ 13-წლიან მეურვეობაზე, რომელიც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასული წლის ნოემბერში დასრულდა.
“ასე გავართობ იმ ადამიანებს, რომლებმაც ტკივილი მომაყენეს. აღარ მივცემ მათ საშუალებას, რომ დამამცირონ”, – დაწერა მუსიკოსმა.
ამის შემდეგ ბრიტნიმ აღნიშნა, რომ ამაზე ბედნიერი ცხოვრებაში არ ყოფილა, თუ არ ჩათვლის იმას, რომ ახლახან მუცელი მოეშალა.
“ჩემი სული უფრო განათებულია. შემიძლია, გულით ვიცინო და ვიღიმო, ყოველი დღისგან მეტს მოვითხოვ. მენდეთ, მე ვიცი, როგორია, როდესაც პრობლემები გაქვს და ყველაფრისგან გარიყულად გრძნობ თავს. რთულია, შენს თავს დაუპირისპირდე და დააჯერო, რომ მარტო არ ხარ. მაგრამ ჩემმა ქვეცნობიერმა იცოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. რაღაც მეუბნებოდა, რომ არ უნდა გავჩერებულიყავი”, – თქვა შემსრულებელმა.