Flitz Collective მუსიკის მოყვარულებს კიდევ ერთ განსაკუთრებულ საღამოს ჰპირდება, 11 სექტემბერს თბილისში Imany ლაივ პერფორმანსით წარდგება.
ნადია მლაჯაო – სასცენო სახელით Imany, ფრანგი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელიც ხავერდოვანი ხმით, სოულის, ფოლკისა და პოპის შერწყმით გამოირჩევა.
არტისტის საერთაშორისო მუსიკალური კარიერის გარდამტეხ მომენტად სინგლი Don’t Be So Shy იქცა. გლობალურმა ჰიტმა საფრანგეთში ალმასის სტატუსი დაიმსახურა, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით რვაგზის ალმასის სერტიფიკატი მოიპოვა. კომპოზიცია მრავალი ქვეყნის ჩარტების სათავეში მოექცა და დღემდე არტისტის შემოქმედების ყველაზე ცნობად ნამუშევრად რჩება.
Flitz Experience-ის ფარგლებში, 11 სექტემბერს, Imany ქართველი მსმენელის წინაშე „ფაქტორი თბილისში“ ცოცხალი შესრულებით წარდგება. არტისტი საღამოს განმავლობაში მის არაერთ ცნობილ ჰიტს შეასრულებს და მსმენელს განსაკუთრებულ მუსიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს.
კარი 20:00 საათზე გაიხსნება.
ბილეთების შესაძენად კი ეწვიეთ Tkt.ge-ის ბმულს.