კვირის მუსიკალური გზამკვლევი – ოლივია როდრიგო, ალექს უორენი, JENNIE, Rod Wave და სხვა არტისტები

გაეცანით კვირის მუსიკალურ სიახლეებს
ოლივია როდრიგო
ოლივია როდრიგო

Billboard-ის პროექტი Friday Music Guide ყოველკვირეულად ახალ მუსიკას და ყველაზე მნიშვნელოვან რელიზებს  გთავაზობთ. 

გასულ კვირას ამ სიაში სემ სმითი, სტელა ლეფტი, Weezer და სხვა არტისტები მოხვდნენ. ამ კვირაში კი ოლივია როდრიგო იმ სიმღერის ციფრულ ვერსიას გვთავაზობს, რომელიც აქამდე მხოლოდ CD ვერსიით იყო ხელმისაწვდომი, ალექს უორენი მეორე ალბომს გამოსცემს,  JENNIE კი სამტრეკიან EP-ის უშვებს, ხოლო Rod Wave მასშტაბურ, 24-სიმღერიან, რიგით მეშვიდე ალბომს Don’t Look Down აქვეყნებს.

ნახეთ  კვირის ყველა გამორჩეული მუსიკალური სიახლე:

ოლივია როდრიგო  – Serena Joy 

სუპერვარსკვლავმა ოლივია როდრიგომ კალიფორნიის შტატის ქალაქ ირვინში საკუთარ პირველ ფესტივალზე, Daisy Chain Fields-ზე, ჰედლაინერად გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ახალი სიმღერა გამოუშვა. კომპოზიცია თავდაპირველად მის მესამე ალბომში, ივნისში გამოცემულ –  You Seem Pretty Sad for a Girl So in Love-ში უნდა შესულიყო.

Serena Joy – მარგარეტ ეტვუდის რომანის, „მხევლის წიგნის“,  ანტაგონისტი პერსონაჟის სახელობისაა და როგორც მოსალოდნელი იყო, სიმღერა სწორედ ამ პერსონაჟის რთული და წინააღმდეგობრივი ბუნებით არის შთაგონებული. დისტოპიური ჟღერადობის კომპოზიციას როდრიგო სიტყვებით: „ყველაფერი კარგად არის“ ასრულებს, თუმცა ბოლომდე გაურკვეველია, არტისტი ამას მართლა გულისხმობს თუ ეს უბრალოდ მისი სურვილია. 

ალექს უორენი –  WILDCHILD

ალექს უორენის მეორე ალბომი გასული წლის პროექტ – You’ll Be Alright, Kid-ს მალევე მოჰყვა. სწორედ ამ ალბომში შედიოდა მისი პირველი დიდი ჰიტი და Billboard Hot 100-ის ნომერ პირველი სიმღერა Ordinary.

მიუხედავად იმისა, რომ WILDCHILD-ში რამდენიმე უფრო მშვიდი პოპბალადაც გვხვდება, მათ შორის Fine Place To Die და I Miss You More  – უორენის შთამბეჭდავი, ძლიერი და მაღალ რეგისტრში შესრულებული ვოკალი ყველაზე კარგად ალბომის უფრო ენერგიულ და სწრაფ კომპოზიციებში იკვეთება, მაგალითად, Fever Dream-სა და Emerald Eyes-ში.

როგორც პროქტის სათაურიც მიგვანიშნებს, ამჯერად უორენი ცხოვრებით უფრო მეტად ტკბება, რის შედეგადაც მსმენელს ზაფხულის მიწურულს კიდევ რამდენიმე ბრწყინვალე ჰიტი შესთავაზა. 

JENNIE  –  Fallen Angel

წარმოიდგინეთ like JENNIE-ის ენერგია, ოღონდ უფრო მინიმალისტურ და ჰაეროვან ფორმატში,   სწორედ ასეთია სიმღერა  Heaven. მიუხედავად იმისა, რომ ის ტოქსიკურ ურთერთობაზეა, JENNIE სრულიად თავდაჯერებულად მღერის: „თუ არ  გაგიჟდი, მაშინ რაშია ხიბლი?”

კომპოზიცია აკუსტიკურ მთავარ ტრეკსა და უკვე გამოცემულ სინგლ –  Less than a Lover-ის  ჟღერადობაზეა დაფუძნებული.  

Fallen Angel JENNIE-ს პირველი სოლო პროექტია გასულ წელს გამოსული სადებიუტო ალბომის, Ruby-ს შემდეგ.

Rod Wave –  Don’t Look Down

რეპერი, მომღერალი და სიმღერების ავტორი თავის ახალ ალბომში ამ სამივე მიმართულებას საუკეთესოდ აერთიანებს. პროექტის მოწვეულ არტისტებად მან R&B შემსრულებლები Summer Joy და Luv Von, ირლანდიელი არტისტი Aimee Carty და ავსტრალიელი ინდი-ფოლკ შემსრულებელი Hazlett მიიწვია. Don’t Look Down Rod Wave-ის რიგით მეშვიდე ალბომია. მისი სადებიუტო ჩანაწერი Ghetto Gospel  კი 2019 წელს გამოვიდა.

BiBi Kvachi & Giorgi Ushikishvili – წინწყარო (BiBi’s Version)

ბიბი კვაჭაძემ ახალი ნამუშევარი გამოსცა. მუსიკოსმა მსმენელს „წინწყაროს” საკუთარი ვერსია შესთავაზა, რომელსაც გიორგი უშიკიშვილი ასრულებს. „წინწყარო (Bibi’s Version)” კახური სატრფიალო სიმღერის ყველასთვის ნაცნობ ვოკალს სრულიად თანამედროვე არანჟირებასთან აერთიანებს.  ნამუშევარი ჰამლეტ გონაშვილს ეძღვნება.

ბილი სტრინგსი –  So Much for Goodbyes

როგორც ერიკ რენერ ბრაუნი წერს ბლუგრასის ვირტუოზის ახალ ალბომზე, ეს არის „მწუხარების ღრმა გააზრება, რომელიც არტისტის დედის გარდაცვალებით არის შთაგონებული“.

როგორც თავად ბილი სტრინგსმა ალბომის დაანონსებისას განაცხადა, მან ეს ნამუშევარი დედის ხსოვნას მიუძღვნა: „მინდოდა, ჩემი ცხოვრების ამ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდისთვის, მწუხარებისთვის თვალი გამესწორებინა, მიმეღო ის და მისგან ხელოვნება შემექმნა. მინდოდა ჩემი გულისტკივილი სიმღერებად მექცია და გიტარა მწუხარებასთან გამკლავების იარაღად გამომეყენებინა, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი. ის ჩემს გვერდით იყო  მძიმე წუთებში და მჯერა, ასეც დარჩება, სანამ თავად არ დადგება ჩემთან გამომშვიდობების დროც.” 

flowerovlove feat. Willow – girls will be girls

ინდი-პოპის ამომავალი ვარსკვლავი flowerovlove სადებიუტო ალბომ –  Mini Skirt Warrior-ს წარადგენს. ალბომის მთავარი კომპოზიციაა girls will be girls, რომელშიც პროექტის ერთადერთი მოწვეული არტისტი Willow-ც მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დინამიკური სიმღერა ალბომის რიგით მე-12 და ფინალური ტრეკია, ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომპოზიციაცაა, ისევე, როგორც მანამდე გამოცემული სინგლები American Wedding და I’m your first.

Alabama Shakes  –  I Must Be Dreaming

გრემის მფლობელი ბლუზ-როკ ჯგუფი Alabama Shakes 10 წლის შემდეგ პირველი ალომით დაბრუნდა.

I Must Be Dreaming ჯგუფის პირველი სრულმეტრაჟიანი ალბომია 2015 წელს გამოსული წარმატებული ალბომის, Sound & Color-ის შემდეგ, რომელმაც გამოსვლისთანავე Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

მანამდე გამოცემული სინგლი Another Life  ჯგუფის შემოქმედებაში  კვლავ ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიციად რჩება, სადაც ვოკალისტ ბრიტანი ჰოვარდის ემოციური და მძლავრი ვოკალი გვხვდება.  ჯგუფი ამჟამად ტურნეში იმყოფება, რომელიც სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. 2 სექტემბერს კი Alabama Shakes-ის კონცერტი ნიუ-იორკის ცნობილ Radio City Music Hall-ში გაიმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tbilisi Hip-Hop Festival – თბილისში ურბანული კულტურის პირველი ფესტივალი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Snoop Dogg თავისი ნაყინის კომპანიისთვის გემოს შემფასებელს ეძებს და კანდიდატს თვეში 10 000 დოლარს სთავაზობს

განაცხადის შეტანა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მეტი

Quemmekh მუსიკალური შოუს საიდუმლო სტუმარს აანონსებს და კამპანიის ფარგლებში ახალ ვიდეოს აქვეყნებს

Quemmekh მუსიკალური შოუს საიდუმლო სტუმარს აანონსებს და კამპანიის ფარგლებში ახალ ვიდეოს აქვეყნებს
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი

OASIS-ის 2025 წლის ტურნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორები განმარტავენ, თუ რატომ დამალეს კამერები გადაღებისას

OASIS: DON’T LOOK BACK IN ANGER-ის პრემიერა სექტემბერში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
მეტი