Cardi B-ის თქმით, კლიპ AH HA-ს გადაღება მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა, რაშიც არტისტი ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტს ადანაშაულებს

Cardi B-იმ მუსიკალური ვიდეო ბრუკლინში გადაიღო
Cardi B - AH HA YouTube/Cardi B
Cardi B – AH HA
YouTube/Cardi B

გრემის მფლობელმა რეპერმა Cardi B-იმ  სიმღერისთვის AH HA  მუსიკალური კლიპი ნიუ იორკის ქუჩებში გადაიღო, თუმცა კლიპის გადაღება იმაზე  მეტი დაუჯდა, ვიდრე  ელოდა. მისივე თქმით, ვიდეოს გადაღებისთვის მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

რეპერი 27 აგვისტოს, X Spaces-ში ჩაერთო და დეტალურად ისაუბრა ნიუ-იორკის ქუჩებში გადაღების ნებართვების მიღებისა და NYPD-სთან თანამშრომლობის რთულ  და დამღლელ პროცესებზე. მისი თქმით, პოლიციის დეპარტამენტმა მას, როგორც A-კლასის ვარსკვლავს, ნებართვებისთვის ზედმეტი თანხის გადახდა დააკისრა. 

„ვერ ვხვდები, ეს მუსიკალური ვიდეო ასეთი ძვირი რატომ დაჯდა. ღმერთს გეფიცებით, მინდოდა, კლიპი მარტივი გამოსულიყო. მსურდა ნიუ-იორკის ზაფხულის განწყობა შემომეტანა. ბევრი არტისტი იღებს კლიპებს ქუჩაში. მეგონა, რომ ეს ვიდეო დაახლოებით 250 000 დოლარი დაჯდებოდა. მაგრამ, საბოლოოდ კლიპის ღირებულებამ მილიონ დოლარს გადააჭარბა.“ 

Cardi B-იმ განმარტა, რომ თავდაპირველად კლიპის გადაღებას საკუთარ უბანში, ბრონქსში, გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ ბრუკლინში, Sunset პარკში გადაღება შესთავაზეს.

„თუ ვიდეოს ნახავთ, ის საერთოდ არ ქმნის იმ განწყობას, რაც მინდოდა. რადგან Cardi B ვარ, ნებართვების მისაღებად ჩემგან ზედმეტ თანხას ითხოვდნენ. ზუსტად ვიცი, რომ ჩვეულებრივ რეპერებს, რომლებიც კლიპებს ქუჩებში იღებენ, ამდენის გადახდა არ უწევთ. ძალიან მინდოდა, ჩემი მუსიკალური ვიდეო ბრონქსის პატარა ქუჩაზე გადამეღო, მათ კი მაიძულეს, გადაღებები სხვადასხვა ადგილას გამემართა.“ – დასძინა რეპერმა. 

„ნებართვების მისაღებად კოლოსალური თანხა გამომართვეს,  ვგრძნობ, რომ ყველაფერი გადაჭარბებულია, ყველაფერს დიდ პრობლემად აქცევდნენ. გადასაღებ მოედანზე 40-მდე ნიუ-იორკელი პოლიციელი იყო, რამაც გადაღების პროცესი ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა. NYPD-ის თანამშრომლებმა უბრალოდ ძალიან გადაამეტეს,“ –  თქვა Cardi B-იმ. 

33 წლის არტისტმა აღნიშნა, რომ  მუსიკალურ ვიდეოს ღია სივრცეში აღარასდროს გადაიღებს, რადგან მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე ის ნერვიულობს. „ეს უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც ვიდეოკლიპს საჯარო სივრცეში ვიღებდი, სადაც სიტუაციას ვერ ვაკონტროლებ.  იმდენად გადატვირთული ვიყავი, რომ საბოლოოდ ამ ყველაფრის მიმართ იმედგაცრუებული დავრჩი. ამ ვიდეოს გადაღებით სიამოვნება ნამდვილად არ მიმიღია. აღარასდროს გადავიღებ  კლიპს ღია სივრცეში.“  – აღნიშნა Cardi B-იმ.

AH HA – Cardi B-ის 2026 წლის პირველი სინგლია, რომელიც 31 ივლისს გამოვიდა, ხოლო მუსიკალური ვიდეო არტისტმა თითქმის ერთი თვის შემდეგ, 28 აგვისტოს, წარადგინა. DJ SqanQo-ს მიერ პროდიუსირებული სიმღერა Billboard Hot 100-ის ჩარტში გამოსვლისთანავე 25-ე ადგილზე მოხვდა, ამ კვირის ჩარტში კი სინგლი მეორმოცე ადგილს იკავებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოლივია როდრიგო

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – ოლივია როდრიგო, ალექს უორენი, JENNIE, Rod Wave და სხვა არტისტები

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

სვიფტის 50 000-დოლარიანი შემოწირულობა ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონაციაა კამპანიაში.
მეტი

Snoop Dogg თავისი ნაყინის კომპანიისთვის გემოს შემფასებელს ეძებს და კანდიდატს თვეში 10 000 დოლარს სთავაზობს

განაცხადის შეტანა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მეტი

Quemmekh მუსიკალური შოუს საიდუმლო სტუმარს აანონსებს და კამპანიის ფარგლებში ახალ ვიდეოს აქვეყნებს

Quemmekh მუსიკალური შოუს საიდუმლო სტუმარს აანონსებს და კამპანიის ფარგლებში ახალ ვიდეოს აქვეყნებს
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი