The Chainsmokers-ის სან-ხოსეს კონცერტზე 14 მსმენელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

დუეტი Discovery Meadow-ს სცენაზე 4 სექტემბერს წარდგა
Chainsmokers-ი 2026 წლის NCAA-ს საკალათბურთო ტურნირის ფინალურ ოთხეულში თამაშებს შორის გამოსვლისას, Lucas Oil-ის სტადიონი, 2026 წლის 4 აპრილი. Patrick Smith/Getty Images
Chainsmokers-ი 2026 წლის NCAA-ს საკალათბურთო ტურნირის ფინალურ ოთხეულში თამაშებს შორის გამოსვლისას, Lucas Oil-ის სტადიონი, 2026 წლის 4 აპრილი.
Patrick Smith/Getty Images

სან-ხოსეში, The Chainsmokers-ის ბოლო კონცერტის შემდეგ, კონცერტის ათზე მეტ სტუმარს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

4 სექტემბერს კალიფორნიის ქალაქ სან-ხოსეში, Discovery Meadow-ის პარკში, ელექტრონული დუეტის ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტის დროს 14 ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ინფორმაციას სან-ხოსეს პოლიცია და სახანძრო დეპარტამენტი (SJFD) ავრცელებენ. 

„4 სექტემბერს, 20:22 საათზე, სან-ხოსეს სახანძრო დეპარტამენტი Discovery Meadow-ში გამართულ კონცერტზე გამოცხადდა, სადაც რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა“, –  დაწერა სახანძრო დეპარტამენტმა  X-ზე. 

მათი ინფორმაციით, „სახანძრო დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ მოითხოვა სასწრაფო დახმარების დამატებითი ჯგუფი, ასევე სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების მართვისთვის აღჭურვილი ორი სახანძრო ეკიპაჟი და კრიტიკული სიტუაციის მართვის ბატალიონის უფროსი. ადგილზე სულ 14 სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა და 14 ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.“

ABC 7-ის ცნობით, კონცერტის ბოლო 30 წუთის განმავლობაში საავადმყოფოში სულ მცირე 10 დამსწრე გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფები სხვა მსმენელებს საჭირო სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევდნენ, ხოლო სამედიცინო რეაგირება კონცერტის დასრულებამდე გაგრძელდა.

სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რატომ დასჭირდათ კონცერტზე მისულ სტუმრებს სამედიცინო დახმარება, თუმცა პოლიციამ NBC-ის განუცხადა, რომ ჰოსპიტალიზებულებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აღენიშნებოდათ, მათ შორის „სავარაუდო ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და ნარკოტიკებთან დაკავშირებული გართულებები.“

გამოცემა SFGATE-ის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

The Chainsmokers-ს მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. Billboard ჯგუფის წარმომადგენლებს კომენტარისთვის უკვე დაუკავშირდა.

The Chainsmokers-ის წევრებმა, ალექს პალმა და დრიუ თაგარტმა მაისში ხუთსიმღერიანი EP – LOVE IS KIND გამოსცეს. ზაფხულის განმავლობაში დუეტს დატვირთული საკონცერტო პერიოდი ჰქონდა, ჯგუფი EDC Las Vegas-ის, Lollapalooza-ს, Tomorrowland-სა და Palm Tree Music-ის ფესტივალებზე წარდგნენ.

5 სექტემბერს კი დუეტმა კონცერტი Wynn Las Vegas-ის რეზიდენციის ფარგლებში Encore Beach Club-შიც გამართა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

შემდეგი სტატია

ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ტეილორ სვიფტმა „სათამაშოების ისტორია 5“-ისთვის დაწერილი საუნდტრეკის ორმაგ მნიშვნელობაზე ისაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი
Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

Kehlani  მსოფლიო ტურნეს დროებით აჩერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე კონცენტრირდება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 26 აგვისტოს სოციალურ ქსელში განაცხადა,…
მეტი