Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
Billboard Charts Billboard
Billboard Charts
Billboard

Luminate-ის განახლებული მონაცემების საფუძველზე, Billboard ალბომების გაყიდვებისა და მოხმარების ჩარტებში Smart Media ფორმატის ალბომებსაც გაითვალისწინებს.

2026 წლის 2-8 ოქტომბრის საანგარიშო კვირიდან Billboard ჩარტებში Smart Media ალბომებსაც დაამატებს. ეს ცვლილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Billboard-ის მცდელობას, ფეხი აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და იმ ახალ გზებს, რომლითაც გულშემატკივრები მუსიკას აღმოაჩენენ, ალბომებს აგროვებენ და არტისტებთან ურთიერთობენ. 

Smart Media ალბომი – ფიზიკური ალბომებია, რომლებიც სპეციალური ტექნოლოგიის საშუალებით ციფრულ კონტენტზე წვდომასაც იძლევა. მათი გააქტიურება შესაძლებელია QR კოდის, NFC-ის, ულტრაბგერითი სიგნალის ან მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით. გააქტიურების შემდეგ მომხმარებელი სპეციალურ აპლიკაციაში ან ვებგვერდზე ხვდება, სადაც ალბომის დამატებითი მასალების ნახვა და მოსმენაა შესაძლებელი.

ასეთი ალბომები შესაძლოა მოიცავდეს დამატებით აუდიო და ვიდეოკონტენტს, ფოტოებს, სიმღერების ტექსტებსა და სხვა ციფრულ მასალებს. ფიზიკურ შეფუთვაში კი შესაძლებელია შედიოდეს ბარათები, სტიკერები, პოსტერები და სხვა საკოლექციო ნივთები.

Smart Media Albums-ის ჩარტებში ჩართვის საწყის ეტაპზე, თითოეული ასეთი ალბომის გაყიდვა Billboard-ის ალბომების მოხმარების ჩარტში 0.5 ალბომის ერთეულად ჩაითვლება, ხოლო გაყიდვების ჩარტში – ერთ სრულ ალბომად.

ამგვარი მიდგომა Billboard-ს საშუალებას მისცემს, ჩარტებში ახალი ფორმატი გაითვალისწინოს და ამავდროულად დააკვირდეს, თუ როგორ მუშაობს ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ახალი ტიპის პროდუქტი. 

ჩარტებში მოსახვედრად Smart Media-ს ალბომები კონკრეტული, შერჩეული მწარმოებლების მიერ უნდა იყოს დამზადებული. ამასთან, ერთ ალბომზე დასაშვებია Smart Media-ს მხოლოდ ორი ვერსია. ამჟამად დამტკიცებული მწარმოებლები არიან: IYK, KiTbetter, Serenade, Totem, WeVerse, Yoto და ZATAP.

„გულშემატკივრების მიერ მუსიკის მოსმენისა და კოლექციონირების კულტურა ვითარდება და Billboard-ის ჩარტებიც ამ ცვლილებებს უნდა მოერგოს. შესაბამისი Smart Media ალბომის აღიარება ჩვენს რეიტინგებს საშუალებას აძლევს, უფრო ფართოდ მოიცვას მუსიკასთან დაკავშირებული თანამედროვე ტექნოლოგიები, ამავდროულად კი შეინარჩუნოს ის სტანდარტები და სანდოობა, რაზეც ჩვენი ჩარტების მეთოდოლოგიაა დაფუძნებული.“ – აღნიშნა Billboard-ის ჩარტებისა და მონაცემთა მიმართულების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა სილვიო პიეტროლუონგომ. 

„Luminate-ის მიზანია, მუსიკალური ინდუსტრიის სრული სურათი ასახოს, მათ შორის ის ახალი და მზარდი არხები, რომელთა საშუალებითაც გულშემატკივრები არტისტების მუსიკას უსმენენ და მათ მხარს უჭერენ. Smart Media ალბომის დამატება ხელს შეუწყობს იმას, რომ ახალი ფორმატები და შემოსავლის წყაროები ინდუსტრიის მონაცემებში ზუსტად იყოს ასახული“, – განაცხადა Luminate-ის მონაცემთა მთავარმა ოფიცერმა გლენ უოკერმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Notorious B.I.G., SwayvoTwain Jeff Kravitz/FilmMagic; Earl Gibson III

D’Angelo-სა და ენჯი სტოუნის შვილი Snoop Dogg-ის ბიოგრაფიულ ფილმში The Notorious B.I.G.-ის როლს შეასრულებს

შემდეგი სტატია

FOR CHICK – ჩიკ კორიას ლეგენდარული ბენდი ბექა გოჩიაშვილთან ერთად ახალ ალბომს გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Ecco2k – Aldehydes and Ketones

თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, შვედური ალტერნატიული სცენის ვარსკვლავი Ecco2k ახალი სინგლით – Aldehydes & Ketones ბრუნდება

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი
გიგი ცინცაძის და ზუკა სიმონიშვილის ერთობლივი ალბომი Flow ფოტო: Lunatic

გიგი ცინცაძემ და ზუკა სიმონიშვილმა ერთობლივი ალბომი Flow გამოუშვეს

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი