„სიზმარა“ – Red Bull Soapbox Race-ის გამარჯვებულია

Red Bull Soapbox Race თბილისში დასრულდა, გამარჯვებული გუნდი ბაქოში გაემგზავრება.
Red Bull Soapbox Race
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

13 სექტემბერს თბილისმა მეორედ უმასპინძლა Red Bull Soapbox Race-ს. ღვინის აღმართი ერთი დღით უჩვეულო სარბოლო ტრასად იქცა, სადაც საკუთარი ხელით შექმნილი, არამოტორიზებული ავტომობილების სანახაობრივი და ემოციური რბოლა გაიმართა. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურ უბანში, ღვინის აღმართზე მოწყობილ 300-მეტრიან ქვაფენილის ტრასაზე ერთმანეთს 19 გუნდი შეეჯიბრა.

Red Bull Soapbox Race <br> ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
Red Bull Soapbox Race
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

მონაწილეებს ევროპის მოედნამდე მისასვლელად  თვითნაკეთი  ბოლიდების მართვასთან ერთად მათი დიზაინითა და სტარტამდე წარმოდგენილი პერფორმანსით  ჟიურის ქულები უნდა დაემსახურებინათ. გუნდების შეფასება 10-ქულიანი სისტემით განხორციელდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ – დათა ქაჯაიამ, ირაკლი ვახტანგიშვილმა, ნიკო მაისურაძემ, ნინო გოგუაძემ და გიორგი დანელიამ, ტრასის დაფარვის დროსთან ერთად ავტომობილების კრეატიული დიზაინი და სტარტამდე წარდგენილი შთამბეჭდავი პერფორმანსებიც შეაფასეს.

ყველა ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, ყველაზე წარმატებული გუნდი „სიზმარა“ გახდა. გამარჯვებული ეკიპაჟის წევრები არიან თამარ ჯინჭარაძე, სანდრო ხოსიტაშვილი, კონსტანტინე ჩუბინიძე, ცოტნე გიორგაძე და ამირან ქართველიშვილი.

Red Bull Soapbox Race <br> ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
Red Bull Soapbox Race
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

თამარ ჯინჭარაძე, გამარჯვებული გუნდის წევრი:

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ხნის განმავლობაში გვერდში მედგა, რათა ფინიშის ხაზი გადაგვეკვეთა და პირველი ადგილი მოგვეპოვებინა. მადლობა დედას, მამას და ყველას, ვინც ამ პროცესში ჩვენს გვერდით იყო.

ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ბევრი რამ ვისწავლე. ბევრი რამ შეგვეშალა, თუმცა შეცდომებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ვისწავლოთ. ძალიან კარგია, რომ ასეთი ღონისძიებები ტარდება და ახალგაზრდებს შესაძლებლობა გვაქვს, ახალი გამოცდილება მივიღოთ. იმედი მაქვს, მომავალ წელსაც ჩატარდება და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით.“

თბილისური რბოლის შემდეგ „სიზმარას“ ახალი გამოწვევა ელოდება. გუნდი ბაქოში და 24-26 სექტემბერს ფორმულა 1-ის აზერბაიჯანის გრან პრის ფარგლებში Red Bull Soapbox Race-ის გამარჯვებულის სტატუსით გაემგზავრება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Flitz Collective-ის ორგანიზებით თბილისში Imany-ს კონცერტი გაიმართა

შემდეგი სტატია

Drake Joseph Okpako/WireImage

Drake – Fear of Missing Out-ის თიზერს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

NAE NAE - Red Bull Dance Your Style საქართველოს გამარჯვებული ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

NAE NAE – Red Bull Dance Your Style საქართველოს ჩემპიონია, გამარჯვებული მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება

ენერგიული ბეთლები, Mamaflex-ის პერფორმანსი და მაყურებლის გადაწყვეტილება, ქართველი მოცეკვავე NAE NAE საქართველოს სახელით Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე წარდგება
მეტი
სტივ სტივენსი და ბილი აიდოლი გიტარის ცენტრის ჰოლივუდ Rockwalk-ზე. 2026 წლის 23 ივნისი, ლოს-ანჯელესი. Katie Flores/Variety

ბილი აიდოლი და სტივ სტივენსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლამდე ჰოლივუდის Rockwalk-ში შეიყვანეს

„სტივთან ერთად საოცარი დრო გავატარე. მან ჩემი ბევრი გიჟური იდეა რეალობად აქცია,“ - განაცხადა ბილი აიდოლმა ღონისძიებაზე.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

„ბილბორდმა” ლოს-ანჯელესის პრესკლუბის სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაცია მოიპოვა

ნომინაციები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის ფოტოგრაფიას, მხატვრულ სტატიებსა და კულტურის ახალ ამბებს.
მეტი