ესპანურენოვანი სტუდიური ჩანაწერის La Fuerza გამოშვებიდან ოთხი თვის შემდეგ, ამერიკელი მომღერალი ქრისტინა აგილერა ნამუშევრის მეორე ნაწილს და სინგლს Sueltame აანონსებს, რომელსაც არგენტინელ პოპმუსიკოს თინისთან ერთად ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ მომღერალი LA Pride Festival-ში იღებს მონაწილეობას. იღბლიან თაყვანისმცემელს კი შესაძლებლობას აძლევს, ლოს ანჯელესში მასთან ერთად გაფრინდეს.
I want to fly someone special to LA Pride✈️🌈
Pre-save my new EP La Tormenta and new single Sueltame, for a chance to join me for the celebration of a lifetime ✨
Link: https://t.co/i57PXQ6hmi pic.twitter.com/S8sEJ1nMv3
— Christina Aguilera (@xtina) May 23, 2022
იანვარში გამოცემული La Fuerza ექვსი ტრეკისგან შედგება. ეს პირველი ესპანურენოვანი ჩანაწერია 20 წლის წინანდელი Mi Reflejo-ს შემდეგ, რომელმაც მუსიკოსს ბილბორდის ლათინური ალბომების ჩარტში 2000 წელს პირველი ადგილი მოუტანა.
ქრისტინა აგილერამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 75 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. მას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს. შემსრულებლის დისკოგრაფია 8 სტუდიურ ალბომს ითვლის, რომელთაგან ექვსი Billboard 200-ის ჩარტის ათეულშია მოხვედრილი.