ნახეთ: კელი კლარკსონი ალანის მორისეტის სიმღერას Uninvited ასრულებს

ფოტო: Phillip Faraone/GI

პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, კანადელ-ამერიკელი მომღერლის, ალანის მორისეტის 1998 წლის კომპოზიცია Uninvited შეასრულა. 

1998 წლის თებერვალში გამოსული სიმღერა პირველი ნამუშევარი იყო, რომელიც მორისეტმა ალბომის Jagged Little Pill შემდეგ გაავრცელა. კომპოზიცია მოგვიანებით ფილმის City of Angels საუნდტრეკების ალბომში შევიდა. ბილბორდის ჩარტების მაშინდელი წესების გამო ტრეკი ცხელ ასეულში ვერ მოხვდა, თუმცა, Radio Songs-ის ჩარტში მეოთხე ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება კლარკსონს, გასულ კვირას მან EP დააანონსა, რომელიც გადაცემაში Kellyoke ნამღერი ჰიტების საუკეთესო ქავერ ვერსიებს მოიცავს. ის გაყიდვაში 9 ივნისს ჩაეშვება. ნამუშევარში 6 კომპოზიცია შევა, მათ შორის ბილი აილიშის Happier Than Ever, ლინდა რონსტადტის Blue Bayou, უიქენდის Call Out My Name, უიტნი ჰიუსტონის Queen of the Night და სხვა.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რადიო Apple Music-ზე BTS-ის შოუმ რეკორდი მოხსნა

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: ქრისტინა აგილერამ ჩანაწერი La Tormenta გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი