მოუსმინეთ: ქრისტინა აგილერამ ჩანაწერი La Tormenta გამოუშვა

ფოტო: Emma McIntyre/GI for Billboard

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ქრისტინა აგილერამ 5 ტრეკისგან შემდგარი ესპანურენოვანი EP სახელწოდებით La Tormenta გამოუშვა. სხვა სიმღერებთან ერთად მასში შედის არგენტინელ Tini-სთან თანამშრომლობით შექმნილი კომპოზიცია Sueltame.

“თუ გინდა, რომ მაკოცო, მაკოცე. თუ გსურს, რომ შემეხო, შემეხე. თუმცა, ეს მხოლოდ დილამდე გაგრძელდება. თუ გინდა, რომ დავბრუნდე, გამიშვი”, – მღერიან მუსიკოსები სინგლში Sueltame.

La Tormenta-მდე ქრისტინამ 2022 წლის იანვარში La Fuerza გამოუშვა, რომელიც მუსიკოსის პირველი ესპანურენოვანი ჩანაწერი გახლდათ 2000 წლის ალბომის Mi Reflejo შემდეგ. ეს უკანასკნელი ბილბორდის ლათინური ალბომების ჩარტში მაშინ პირველ პოზიციაზე გავიდა. იგივე წარმატება ერგო 22 წლის შემდეგ გამოცემულ ნამუშევარს La Fuerza.

ქრისტინა აგილერამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 75 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. მას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს. შემსრულებლის დისკოგრაფია 8 სტუდიურ ალბომს ითვლის, რომელთაგან ექვსი Billboard 200-ის ჩარტის ათეულშია მოხვედრილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი ალანის მორისეტის სიმღერას Uninvited ასრულებს

შემდეგი სტატია

Eurovision-ის გამარჯვებულმა უკრაინულმა ჯგუფმა ჯილდო ქვეყნის დასახმარებლად გაყიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი