ნახეთ: ჰოლზი სინგლის So Good კლიპის თიზერს ავრცელებს

ფოტო: Halsey/So Good

ცნობილი ამერიკელი მომღერალი, ჰოლზი სინგლის So Good ვიდეორგოლის თიზერს ავრცელებს. კლიპში მისი შეყვარებული ალევ აიდინი მონაწილეობს, რომელიც ვიზუალური ნამუშევრის რეჟისორიცაა. მუსიკოსის თქმით, კომპოზიცია ცხრა, ხოლო ვიდეო 10 ივნისს გამოქვეყნდება.

ჰოლზიმ ბოლო ალბომი If I Can’t Have Love, I Want Power შარშან გამოუშვა. ჩანაწერის აღმასრულებელი პროდიუსერები Nine Inch Nails-ის ატიკუს როსი და ტრენტ რეზნორი არიან.

ეშლი ფრანჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, მუსიკალური მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ის საკუთარ კომპოზიციებს სოციალური ქსელებზე დამოუკიდებლად აქვეყნებდა, რის შემდეგაც ლეიბლებმა შეამჩნიეს. 2014 წლის ბოლოს მომღერალმა სადებიუტო EP სახელწოდებით Room 93 გამოუშვა. არტისტს წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ჩანაწერმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოექცა. გრემის ნომინანტ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში ოთხი ალბომი აქვს გამოცემული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ფოსთ მელოუნი ორ ახალ კომპოზიციას ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა ჯორჯ მაიკლის Careless Whisper შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი