ნახეთ: კელი კლარკსონი ელტონ ჯონის ჰიტს I’m Still Standing ასრულებს

Kelly Clarkson
ფოტო: We Are the Rhoads/Billboard

ამერიკელმა პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, ელტონ ჯონის კლასიკა I’m Still Standing შეასრულა. ტრეკი ინგლისელი მომღერლის Too Low for Zero ალბომის სინგლია, რომელიც 1983 წელს ბილბორდის ცხელ ასეულში მე-12 ადგილზე გავიდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კლარკსონი ელტონ ჯონის კომპოზიციას მღერის. გასულ თვეს მან მაყურებელს ჯონისა და დუა ლიპას ტრეკის Cold Heart (PNAU Remix) ქავერ ვერსია შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ კელიმ რამდენიმე დღის წინ EP სახელწოდებით Kellyoke გამოუშვა, რომელშიც მის საავტორო გადაცემაში ნამღერი კომპოზიციების ქავერ ვერსიები შევიდა. ჩანაწერში სულ ექვსი სიმღერაა წარმოდგენილი, ესენია: ლინდა რონსტადტის Blue Bayou, უიქენდის Call Out My Name, უიტნი ჰიუსტონის Queen of the Night, შეიდის Trampoline, ბილი აილიშის Happier Than Ever და ჯგუფ Radiohead-ის ჰიტი Fake Plastic Trees.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: სერიალის Only Murders in the Building თრეილერი სელენა გომესის მონაწილეობით

შემდეგი სტატია

ნახეთ: ჰარი სტაილზი პროექტში The First Take სიმღერას Boyfriends ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი