სამხრეთკორეული ბენდის BTS ახალი კრებულის Proof გამოშვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კოლექტივის წევრი ჯონგუქი სოლო სიმღერას My You ავრცელებს იმ სიყვარულისა და ერთგულების პასუხად, რასაც თაყვანისმცემლებისგან წლების განმავლობაში იღებს.
• BTS-ის პაუზის შემდეგ ჯეი-ჰოუპი სოლო ალბომს გამოუშვებს
“ეს ნამუშევარი არმის ეძღვნება”, – დაწერა ჯგუფმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე.
კომპოზიციაში, რომელიც ინგლისურ და კორეულ ენებზე სრულდება, ჯონგუქი მადლობას უხდის ფანებს, რომლებიც მუდმივად გვერდში ედგნენ და საშუალებას აძლევდნენ მას, რომ ასეთი საოცარი ცხოვრება ჰქონოდა. მუსიკოსი მსმენელებს ჰპირდება, რომ კვლავ მისცემს მათ იმის საბაბს, რომ მისით იამაყონ.
კოლექტივმა კრებული Proof მიმდინარე წლის 10 ივნისს ჯგუფის 9-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად გამოუშვა.
ჯგუფი BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.